პრემიერლიგის მიმოხილვა

თარიღი: თებერვალი 24, 2014

“ჩელსის” და “სიტის” რთული მატჩები და ტრილერი ლივერპულში ინგლისური პრემიერლიგის მიმოხილვაში. 

 

ტერის სამი ქულა

გალიდერებულ “ჩელსის” ქულების დაკარგვა ნამდვილად არ სჭირდებოდა, თუმცა “ევერტონთან” გამართულ მატჩში, ამის ალბათობა ძალიან დიდი იყო. ტრადიციულად, ლივერპულელები “სტემფორდ ბრიჯზე” წარმატებას იშვიათად აღწევენ. “ევერტონის” უკანასკნელი გამარჯვება ამ არენაზე “ჩელსიში” რომან აბრამოვიჩის პერიოდის დაწყებამდე იყო. სიტუაცის ისიც ამძიმებდა, რომ მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ტრავმა ტრაორემ მიიღო და მარტინესს შემადგენლობაში ცვლილებებიშ შეტანა მოუწია. თუმცა, მიუხედავად ამისა, “ევერტონმა” “არისტოკრატებთან” ბოლომდე იბრძლა, რის ხარჯზეც კარის მშრალად შენახვა 93-ე წუთამდე შესძო.  მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე ლემპარდის ჩაწოდებით გოლი ჯონ ტერიმ გაიტანა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

 

მორიგი გამარჯვება ეტიჰადზე

იოლად ვერც “სიტიმ” მოიგო, თუმცა “ჩელსისგან” განსხვავებით მანჩესტერელებმა გამარჯვების გოლის გატანა გაცილებით ადრე მოახერხეს და საკუთარი გულშემატკივარიც ძალიან არ ანერვიულეს. საერთდაც, მთელი მატჩი პელეგრინის გუნდის უპირატესობით მიმდინარეობდა და მათ დამაჯერებელ გამარჯვებაში ეჭვის შეტანა არ ღირს.
ერთადერთი გოლი 70-ე წუთზე შესანიშნავ ფორმაში მყოფმა იაია ტურემ გაიტანა, რომელსაც ასისტენტობა სილვამ გაუწია.

 

დრამატული მატჩი ლივერპულში

“ლივერპულის” და “სუონსის” დაპირისპირება ნამდვილი სანახაობა გახდა. უელსელები მთელი მატჩის განმავლობაში ცდილობდნენ მასპინძლების დაწევას და ორჯერ ეს გამოუვიდათ კიდეც, თუმცა ორივე საბოლოოდ როჯერსის გუნდმა მაინც შესძლო სტუმართა გუნდის გატეხვა.
“ლივერპულმა” მატჩი ჩვეული აქტიურობით დაიწყო და უკვე მე-3 წუთზე სტარიჯმა წითლები დააწინაურა. მეოცე წუთზე კი, ჰენდერსონმა უპირატესობა ორბურთიანი გახადა. თუმცა, სულ რაღაც 3 წუთში ექს-ლივერპულელმა ჯონჯო შელვიმ ულამაზესი დარტყმით სხვაობა შეამცირა. კიდევ სამი წუთის თავზე კი, ბონი უილფრედმა ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხა. მოვლენებით დახუნძლულ პირველ ტაიმში, კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტი ჩაეტინა. სტარიჯმა 36-ე წუთზე დუბლი გაიფორმა და პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა – 3:2.

მატჩის განახლებიდან 2 წუთში დუბლი უკვე ბონიმ გაიფორმა და ზუსტი პენალტით ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა. მაგრამ, როგორც უკვე ავღნიშნეთ მასპინძლებმა ამ მეტად რთულ შეხვედრაში მაინც შესძლეს გამარჯვების მოპოვება და ეს პირველ რიგში ჰენდერსონის დამსახურებაა, რომელმაც 74-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა – 4:3.

 

22/02/14

ჩელსი 1-0 ევერტონი

გოლი: ტერი 93′ 

არსენალი 4-1 სანდერლენდი

გოლები: ჟირუ 5′ ; 31′ (2:0); როსიცკი 42′ (3:0); კოშიელნი 57′ (4:0); გიაჩერინი 81′ (4:1)

კარდიფი 0-4 ჰალ სიტი

 

გოლები: ჰადლსტოუნი 18′ ; იელავიჩი 38′ , 57′ ; ლივერმოლი 67′

მანჩესტერ სიტი 1-0 სტოკ სიტი

გოლი: ტურე 70′

ვესტ ბრომვიჩი 1-1 ფულემი

გოლები: დეჟაგა 28′ (0:1); ვიდრა 86′ (1:1)

ვესტ ჰემი 3-1 საუთჰემპტონი

გოლები: იოშიდა 8′ (0:1); ჯარვისი 20′ (1:1); კარლტონ კოული 23′ (2:1); ნოლანი 71′ (3:1)

კრისტალ პელასი 0-2 მანჩესტერ იუნაიტედი

გოლები: ვან პერსი 62′ ; რუნი 68′ 

 

23/02/14

ლივერპული 4-3 სუონსი

გოლები: სტარიჯი 3′ (1:0); ჰენდერსონი 20′ (2:0); შელვი 23′ (2:1); ბონი 26′ (2:2); სტარიჯი 36′ (3:2); ბონი 47′ (3:3); ჰენდერსონი 74′ (4:3)

ნიუკასლი 1-0 ასტონ ვილა

გოლი: რემი 90′ 

ნორვიჩი 1-0 ტოტენჰემი

გოლი: სნოდგარსი 47′ 

 



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გაოცებული მამუკა ჯუღელი და Ishowspeed-ის ყეფა მესის გამოცხადებისას (ვიდეო)

ცნობილმა Youtuber-მა Ishowspeed-მა Ballon d’Or-ის დაჯილდოებაზე ერთ-ერთი საუკეთესო სოლო შოუ შექმნა. ერთ-ერთ მომენტში, როცა მესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა თავისი ძმის ვიდეოს აქვეყნებს – “თორნიკე ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელია თავისი პატარა ძმის, თორნიკეს ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თორნიკეს ძალიან მაგარი მომენტებია. ხვიჩას პირველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ერთი მშიშარა, ნარცისი ბალოტელია, მეორე პროფესიონალი”

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დე პაოლამ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეოას შესახებ ისაუბრა. “კვარა ლეაოზე უკეთესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები “აიაქსში” არველაძის დანიშვნას ითხოვენ!

ამსტერდამის “აიაქსმა” მორის სტეინი გაათავისუფლა და ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. “აიაქსის” ფანების ნაწილი გუნდში შოთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოსიმენი: “კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია”

“ნაპოლის” ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “კვარაცხელია ჯადოქარია. ჩვენ ერთმანეთთან ბრწყინვა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია! შეასრულააა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ვერონას” წინაააღმდეგ დუბლი შეასრულა. ⚽️ 𝐆𝐎𝐀𝐋 | Verona 0-3 Napoli | Kvaratskheliapic.twitter.com/Pz6vgIZZEd — [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიქტორ ოსიმენის უღირსი საქციელი – რაში ედება ბრალი ნიგერიელს?

ვიქტორ ოსიმენის დის ქმარი, ოსიტა ოკოლო სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და “ნაპოლის” ნიგერიელ ფორვარდს დის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სტეინი იბიცადან არ გიყურებდა?” – ნიდერლანდელი ფანები მიქაუტაძეთი აღრთოვ

ჟორჟ მიქაუტაძის პოკერის შემდეგ ნიდერლანდელი გულშემატკივრები “აიაქსის” მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს მოუწოდებენ, რომ ქართველი ფორვარდის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება!

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება. გიორგი გველესიანის “პერსეპოლისთან” დაპირისპირების შემდეგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარსიას კვარაზე 2.5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს – დღეში 8000 ათასი ევრო

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი დე ლაურენტისი სერიოზულად ფიქრობს რუდი გარსია ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფედელე: “ლაურენტისის არჩევანმა აღტაცებული დამტოვა”

ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ფედერიკო ფედელემ “ნაპოლის” ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუკეთესო ამბავი ქართველებისთვის – გარსია და სტეინი…

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ მთავარ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟორჟ მიქაუტაძეს ამჟამინდელ მწვრთნელებთან დადებითი ურთიერთობა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს პირადად მოსთხოვა ხელფასის შემცირება

“ნაპოლის” პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს, პოლონელ პიოტ ზელინსკის ხელფასის შემცირება კიდევ ერთხელ მოსთხოვა. ზელინსკიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არაბიძე ისევ არაა, მაგრამ სანდრო არის – სანიოლის განაცხადი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 9 ოქტომბერს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე ახალ გუნდს ჩაიბარებს?

შოთა არველაძემ, შესაძლოა, ერთ წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა განაახლოს და თურქული “სამსუნსფორი” ჩაიბაროს. “სამსუნმა”...
წაკითხვა