პრემიერლიგის მიმოხილვა
“ჩელსის” მნიშნველოვანი გამარჯვება, “არსენალის” კიდევე ერთი ჩავარდნა და “ლივერპულის” მცირე პროგრესი პრემიერლიგის 28-ე ტურის მიმოხილვაში.
არსენალის კიდევ ერთი მარცხი
“არსენალის” წარუმატებელი დღეები გრძელდება. მეთფეებს ფეხი “სტოკ სიტისთან” გასვლით მატჩში დაუცდათ. არადა, ვენგერს მთლი კვირა ჰქონდა მატჩისთვის მოსამზადებლად.
“არსენალმა” მატჩი შვიდ ტემპში დაიწყო და საჭირო დროს გამწვევაებაზე არ წავიდა, რის გამოც დაისაჯა კიდევაც. თუმცა, მანამდე იყო პირველი ტაიმი, როდესაც ჯერ ჟირუს და შემდეგ კასორლას ჰქონდათ ანგარიშის გახსნის საშუალება, მაგრამ უშედეგოდ.
მეორე ნახევარში “არსენალმა” კიდევ უფრო სუსტად ითამასა. ერთადერთ გოლი კი, “სტოკის” ფეხბურთელებმა პენალტიდან გაიტანეს, რომლის დანიშნავა ვენგერმა მატჩი შემდეგ გააპროტესტა.
საჭირო სამი ქულა
ფელიქს მაგათი “ფულემთან” გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი “ჩელსიმ” ჩააგდო და საკმაოდ უსახური ფეხბურთი ითამაშა. შესვენების დროს კი, მოურინიომ მორიგი ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღო, რაც მისი გუნდის შედეგზე დადებითად აისახა.
ანდრე შურლეს თქმით, შესვენებისას პორტუგალიელი სპეციალისტი გასახლდელში სულ რაღაც 10 წამით შევიდა და ფეხბურთელებს არც თუ ისე სასიამოვნო სიტყვები უთხრა, რის შემდეგაც გასახდელი დატოვა.
მეორე ტაიმში “ჩელსიმ” შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა. განსაკუთრები კი, ეს შურლეს ეხება. სწორედ გერმანელის ჰეთ თრიკის წყალობით “არისტოკრატები” 69-ე წუთისავითვის 3:0-ს იგებდნენ. “ფულემმა” დარჩენილ დროში მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა და ის ჰეიტინგას ანგარიშზე.
ლივერპული მეორე პოზიციაზე აღზევდა
ლონდონის “არსენალის” წარუმატებლობით შესანიშნავად ისარგებლა “ლივერპულმა” სატურნირო ცხრილში მეორე პოზიცია მოიპოვა. როჯერსის გუნდმა სტუმრას “საუთჰემპტონის” დამარცხება შესძო – 3:0.
სტუმრებმა ანგარიში მე-16 წუთზე სუარესის ძალისხმევით გახსნეს და პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგეს.
მეორე ნახევარში ბრენდან როჯერსმა შედეგიანი შეცვლა გააკეთა. მოედანზე გამოსულმა სტერლინგმა 58-ე წუთზე მეორე ბურთი გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი, 90-ზე სტივენ ჯერარდმა პენალტის ნიშნულიდან დააფიქსირა.
01/03/14
გოლი: ლუკაკუ 81′
გოლები: შურლე 52′ ; 65′ ; 69′ (0:3); ჰეიტინგა 74′ (1:3)
გოლები: სისოკო 10′ (0:1); რემი 42′ (0:2); დევისი 46′ (1:2); სისოკო 55′ (1:3); ანიტა 90′ (1:4)
გოლი: ვალტერსი 76′
გოლები: სუარესი 16′ ; სტერლინგი 58′ ; ჯერარდი 90′
02/03/14
გოლები: ჰულაჰანი 3′ (0:1); ბენტეკე 25′ ; 27′ (2:1); ბაკუნა 37′ (3:1); ბასონგი 41′ (ს.კ. 4:1)
გოლები: დე გუზმანი 25′ (1:0); მიურეი 83′ (1:1)
გოლი: სოლდადო 28′