პრემიერლიგის მიმოხილვა
განადგურებული “ტოტენჰემი”, “მანჩესტერის” დამაჯერებელი გამარჯვება და “ფულემის” მორიგი მარცხი აუტსაიდერთა დაპირისპირებაში.
“ტოტენჰემის” თვითმკვლელობა
შაბათს “ჩელსიმ” “სტემფორდ ბრიჯზე” თანაქალაქელი “ტოტენჰემი” გაანადგურა – 4:0. ახლა მოურინიოს გუნდი უახლოეს მდევრებს, “ლივერპულის” და :არსენალის” სახით, შვიდი ქულით უსწრებს.
ლონდონური დაპირისპირება, რომ ასეთ ანგარიში დასრულდებოდა პირველ ტაიმში რთული წარამოსადგენი იყო. ყველაფერი 56-ე წუთზე, იან ვერტონგენის უხეში შეცდომით დაიწყო. მცველმა მეტოქეს გოლი არაფრისგან აჩუქა. შედეგიანი დარტყმა აქტივში სამუელ ეტო’ომ ჩაიწერა, რომელიც შესაძლოა მოედანზე საერთოდ არ გამოჩენილიყო, რომ არა ფერნანდო ტორესის ტრავმა. ესპანელი მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაშავდა.
ეტო’ო შემდეგ ეპიზოდშიც გახდა მთავარი გმირი. საჯარიმოში კამერუნელი იუნეს კაბულმა წააქცია. პენალტიზუსტად ედენ აზარმა შეასრულა. “ტოტენჰემის” მცველმა კი, წითელი ბარათი მიიღო.
ამის შედმეგ შეცვლაზე შემოსულ დემბა ბას დუბლის გაკეთების საშუალება უოკერის და სანდროს შეცდომებმა მისცეს. მეტოქეთა სუსტი თამაშით, აფრიკელმა შესანიშნავად ისარგებლა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
მოიესს ამოსუნთქვის საშუალება მიეცა
პრემიერლიგის გასული ტური “ჰოუტონსზე” გაიხსნა, სადაც “ვესტ ბტომვიჩს” “მანჩესტერ იუნაიტედი” ესტუმრა. მასპინძლები მეტქოეს არც თუ ისე კარგ ფორმაში დახვდნენ. მელის გუნდი 8 ტურია მოგების გარეშე ასპარეზობს და ვერც “მანჩესტერს” გაუწია წინააღმდეგობა.
ანგარიში 34-ე წუთზე შემადგენლობაში დაბრუნებულმა ფილ ჯონსმა გახსნა. მცველი რობინ ვან პერსის გადაცემას გამოეხმაურა. მეორე გოლი რუნიმ რაფაელის გადაცემით გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი, შეცვალზე შემოსუმლა დენი უელბეკმა 82-ე წუთზე დააფიქსირა. გოლი შესანიშნავად გათამაშებულ კომბინაციას მოჰყვა.
აუტსაიდერთა ჯახი
ტურის ერთ-ერთი ცენტრალური დაპირისპირება კარდიფში შედგა, სადაც ადგილობრივ გუნდს ლონდონის “ფულემი” ეწვია. აუტსაიდერთა მატჩს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სატურნირო თვალსაზრისით.
როგორც ჩანს, ფელიქს მაგათმა ჯერ ვერ მოიფიქრე “ფულემის” გადარჩენის რეცეპტი. არადა დრო არც თუ ისე ბევრია, ჩამორჩენა კი იზრდება.
შაბათს გამართულ მატჩში ანგარიში მასპინძლებმა პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთებზე გახსნეს, თავი კოლკერმა გამოიჩინა. შესვენების შედმეგ ლონდონელებმა თამაში გაათანაბრეს და 59-ე წთზე ლიუის ჰოლტბიმ საპასუხო ბურთი გაიტანა 1:1. თუმცა, სტუმრების სიხარული ხანგრძლივი არ ყოფილა. 8 წუთში კოლკერმა დუბლი გაიფორმა და მასპინძლები კიდევ ერთხელ დააწინაურა, რასაც სულ მალე საშა რიტერის ავტოგოლიც მოჰყვა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1.
08/03/2014
გოლები: კოლკერი 45′ (1:0); ჰოლტბი 59′ (1:1); კოლკერი 67′ (2:1); რიტერი 71′ (ს.კ. 3:1)
გოლები: ეტო’ო 56′ ; აზარი 60′ ; ბა 88′ ; 89′
კრისტალ პელასი 0-1 საუთჰემპტონი
გოლი: როდრიგესი 37′
გოლები: ჯონსონი 56′ (1:0); უოლტერსი 73′ (1:1)
ვესტ ბრომვიჩი 0-3 მანჩესტერ იუნაიტედი
გოლები: ჯონსი 34′ ; რუნი 65′ ; უელბეკი 82′