პრემიერლიგის მიმოხილვა
სამი პენალტი “ოლდ ტრაფოდრზე”, მოურინიოს ტრადიციული მარცხი “ასტონ ვილასთან” და “სიტის” გამარჯვება უმიცრესობაში.
ჯერარდის ბენეფისი მანჩესტერში
“ლივერპული” “ოლდ ტრაფორდზე” მისთვის უჩვეულო, ფავორიტის სტატუსში ჩავიდა და მიუხედავად იმისა, რომ როჯერსის შიგერდებს საუკეთესო მატჩი არ ჩაუარებიათ, მაინც მოახერხეს პრინციპული მეტოქის დიდი ანგარიშით დამარცხება.
მარკ კლატენბურგმა “იუნაიტედის” კარში სამი პენატლი დანიშნა. პირველ შემთხვევაში საკუთარ საჯარიმოში ხელით რაფაელმა ითამაშა, რაც მთავარ არბიტრს არ გამოეპარა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი, ფილ ჯონსმა დაარღვია თამაშის წესები ჯო ალენთან ორთაბრძოლისას. ორივე ეპიზოდი ჯერარდმა გოლით დააგვირგვინა. მესამე პენალტი კი დავიდ დე ხეას ნადავლი გახდა. ესპანელმა სუარესის დარტყმული მოიგერია, მაგრამ ურუგვაელმა თავისი გაიტანა და რამდენიმე წუთში მაინც შეაგდო.
გასულ წელს “იუნაიტედი” 29 ქულით უსწრებდა “ლივერპულს”. ახლა კი, ჩემპიონატის დასრულებამდე 9 ტურით ადრე, მანჩესტერელები მერსისაიდელებს 14 ქულით ჩამორჩებიან. აღნიშნული გამარჯვებით “ლივერპულის” საჩემპიონო შანსები მნიშნველოვნად გაიზარდა. “ჩელსისთან” ჩამორჩენა მხოლოდ 4 ქულას შეადგენს, თუმცა როჯერსის გუნდს თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
დრამა ბირმინგემში
ზედიზედ მეხუთედ ვერ მოიგო მოურინიომ ბირმინგემულ “ვილა პარკზე”. მატჩის დამთავრებამდე 8 წუთით ადრე ფაბიან დელფის შესანიშნავმა გოლმა “ასტონ ვილას” ძალიან მნიშნველოვანი გამარჯვება მოუტანა გათამაშების ლიდერთან, რომლებსაც მატჩის დასრულება 9 ფეხბურთელის შემადგენლობით და მწვრთნელის გარეშე მოუწიათ.
პირველი ტაიმის ბოლოს ნემანია მატჩის გოლი მთავარმა მსაჯმა ხელით თამაშის გამო არ ჩათვალა. 68-ე წუთზე კი ლონდონელები რიცხობრივ უმცირესობაში აღმოჩნდნენ. კრის ფოიმ ვილიანს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, რაც ავტომატურად წითელ ბარათს ნიშნავდა. 15 წუთში კი დელფმა გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა სტუმართა გუნდს.
დამატებით დროში წითელი რამირესმაც მიიღო, რომელიც ელ-აჰმადის ეუხეშა. აღსანიშნავია, რომ ვილიანის წითელი ბარათიც სწოერდ ელ-აჰმადის წინააღმდეგ უხეში თამაშით იყო გამოწვეული. ამის შემდეგ მსაჯთან ურთიერთობის გარკვევა თავად მოურინიომ სცადა, თუმცა არბიტრმა მოედნიდან პორტუგალიელი სპეციალისტიც გააძევა.
“სიტიმ” ხასიათი გამოამჟღავნა
ერთი შეხედვით “სიტის” მოპოვებულ გამარჯვებაში “ჰალთან” განსაკუთრებული არაფერია, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – მანჩესტერლები მე-10 წუთზე უმცირესობაში აღმოჩნდნენ. წითელი ბარათი გუნდის კაპიტანმა, კომპანიმ მიიღო.
კაპიტნის არყოფნაში ლიდერობა საკუთარ თავზე დავიდ სილვამ აიღო, რომელმაც მე-14 წუთზე ულამაზესი გოლის გატანაც მოახერხა.
მეორე ნახევრის შუაში “სიტის” საჯარიმოშ ჯორჯ ბოიდმა საკმაოდ “პერსპექტიული” ვარდნა შეასრულა, თუმცა კონტაქტი მასსა ჯო ჰარტს შორის არ ყოფილა და ეს შეხვედრის არბიტრმაც შესანიშნავად დაინახა. ეპიზოდს მცირე კონფლიქტიც მოჰყვა, რომლის განხილვასაც პრემიერლიგის ხელმძღვანელობა რამდენიმე დღეში აპირებს.
საბოლო ანგარიში ედინ ჯეკომ დააფიქსირა. ბოსნიელს ასისტენტობა დავიდ სილავამ გაუწია.
15/03/14
გოლები: სილვა 14′ ; ჯეკო 90′
გოლები: დეულოფეუ 59′ (1:0); ხუან კალა 68′ (1:1); კოულმანი 90′ (2:1)
გოლი: დეჟაგა 68′
გოლები: შნეიდერლინი 5′ (1:0); ლამბერტი 57′ (2:0); როდრიგესი 72′ (3:0); ელმანდერი 85′ (3:1); სნოდგრასი 86′ (3:2); გალაჰერი 90′ (4:2)
გოლები: კეროლი 5′ (0:1); ოდემვინგე 32′ (1:1); არნაუტოვიჩი 69′ (2:1); ოდემვინგე 79′ (3:1)
სანდერლენდი 0-0 კრისტალ პელასი
გოლები: ლამა 2′ (1:0); სესენიონი 52′ (1:1); მულუმბუ 85′ (1:2)
გოლი: დელფი 82′
16/03/14
გოლები: ჯერარდი 34′ ; 46′ ; სუარესი 84′
გოლი: როსიცკი 2′