პრემიერლიგის მიმოხილვა

თარიღი: მარტი 17, 2014

სამი პენალტი “ოლდ ტრაფოდრზე”, მოურინიოს ტრადიციული მარცხი “ასტონ ვილასთან” და “სიტის” გამარჯვება უმიცრესობაში. 

 

ჯერარდის ბენეფისი მანჩესტერში

“ლივერპული” “ოლდ ტრაფორდზე” მისთვის უჩვეულო, ფავორიტის სტატუსში ჩავიდა და მიუხედავად იმისა, რომ როჯერსის შიგერდებს საუკეთესო მატჩი არ ჩაუარებიათ, მაინც მოახერხეს პრინციპული მეტოქის დიდი ანგარიშით დამარცხება.

მარკ კლატენბურგმა “იუნაიტედის” კარში სამი პენატლი დანიშნა. პირველ შემთხვევაში საკუთარ საჯარიმოში ხელით რაფაელმა ითამაშა, რაც მთავარ არბიტრს არ გამოეპარა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი, ფილ ჯონსმა დაარღვია თამაშის წესები ჯო ალენთან ორთაბრძოლისას. ორივე ეპიზოდი ჯერარდმა გოლით დააგვირგვინა. მესამე პენალტი კი დავიდ დე ხეას ნადავლი გახდა. ესპანელმა სუარესის დარტყმული მოიგერია, მაგრამ ურუგვაელმა თავისი გაიტანა და რამდენიმე წუთში მაინც შეაგდო.

გასულ წელს “იუნაიტედი” 29 ქულით უსწრებდა “ლივერპულს”. ახლა კი, ჩემპიონატის დასრულებამდე 9 ტურით ადრე, მანჩესტერელები მერსისაიდელებს 14 ქულით ჩამორჩებიან. აღნიშნული გამარჯვებით “ლივერპულის” საჩემპიონო შანსები მნიშნველოვნად გაიზარდა. “ჩელსისთან” ჩამორჩენა მხოლოდ 4 ქულას შეადგენს, თუმცა როჯერსის გუნდს თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

 

დრამა ბირმინგემში 

ზედიზედ მეხუთედ ვერ მოიგო მოურინიომ ბირმინგემულ “ვილა პარკზე”. მატჩის დამთავრებამდე 8 წუთით ადრე ფაბიან დელფის შესანიშნავმა გოლმა “ასტონ ვილას” ძალიან მნიშნველოვანი გამარჯვება მოუტანა გათამაშების ლიდერთან, რომლებსაც მატჩის დასრულება 9 ფეხბურთელის შემადგენლობით და მწვრთნელის გარეშე მოუწიათ.

პირველი ტაიმის ბოლოს ნემანია მატჩის გოლი მთავარმა მსაჯმა ხელით თამაშის გამო არ ჩათვალა. 68-ე წუთზე კი ლონდონელები რიცხობრივ უმცირესობაში აღმოჩნდნენ. კრის ფოიმ ვილიანს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, რაც ავტომატურად წითელ ბარათს ნიშნავდა. 15 წუთში კი დელფმა გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა სტუმართა გუნდს.

დამატებით დროში წითელი რამირესმაც მიიღო, რომელიც ელ-აჰმადის ეუხეშა. აღსანიშნავია, რომ ვილიანის წითელი ბარათიც სწოერდ ელ-აჰმადის წინააღმდეგ უხეში თამაშით იყო გამოწვეული. ამის შემდეგ მსაჯთან ურთიერთობის გარკვევა თავად მოურინიომ სცადა, თუმცა არბიტრმა მოედნიდან პორტუგალიელი სპეციალისტიც გააძევა.

 

“სიტიმ” ხასიათი გამოამჟღავნა 

ერთი შეხედვით “სიტის” მოპოვებულ გამარჯვებაში “ჰალთან” განსაკუთრებული არაფერია, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – მანჩესტერლები მე-10 წუთზე უმცირესობაში აღმოჩნდნენ. წითელი ბარათი გუნდის კაპიტანმა, კომპანიმ მიიღო.

კაპიტნის არყოფნაში ლიდერობა საკუთარ თავზე დავიდ სილვამ აიღო, რომელმაც მე-14 წუთზე ულამაზესი გოლის გატანაც მოახერხა.

მეორე ნახევრის შუაში “სიტის” საჯარიმოშ ჯორჯ ბოიდმა საკმაოდ “პერსპექტიული” ვარდნა შეასრულა, თუმცა კონტაქტი მასსა ჯო ჰარტს შორის არ ყოფილა და ეს შეხვედრის არბიტრმაც შესანიშნავად დაინახა. ეპიზოდს მცირე კონფლიქტიც მოჰყვა, რომლის განხილვასაც პრემიერლიგის ხელმძღვანელობა რამდენიმე დღეში აპირებს.

საბოლო ანგარიში ედინ ჯეკომ დააფიქსირა. ბოსნიელს ასისტენტობა დავიდ სილავამ გაუწია.

15/03/14

ჰალი 0-2 მანჩესტერ სიტი

გოლები: სილვა 14′ ; ჯეკო 90′ 

ევერტონი 2-1 კარდიფი

გოლები: დეულოფეუ 59′ (1:0); ხუან კალა 68′ (1:1); კოულმანი 90′ (2:1) 

ფულემი 1-0 ნიუკასლი

გოლი: დეჟაგა 68′

საუთჰემპტონი 4-2 ნორვიჩი

გოლები: შნეიდერლინი 5′ (1:0); ლამბერტი 57′ (2:0); როდრიგესი 72′ (3:0); ელმანდერი 85′ (3:1); სნოდგრასი 86′ (3:2); გალაჰერი 90′ (4:2)

სტოკი 3-1 ვესტ ჰემი

გოლები: კეროლი 5′ (0:1); ოდემვინგე 32′ (1:1); არნაუტოვიჩი 69′ (2:1); ოდემვინგე 79′ (3:1)

სანდერლენდი 0-0 კრისტალ პელასი

სუონსი 1-2 ვესტ ბრომვიჩი

გოლები: ლამა 2′ (1:0); სესენიონი 52′ (1:1); მულუმბუ 85′ (1:2)

ასტონ ვილა 1-0 ჩელსი

გოლი: დელფი 82′

 

16/03/14

მანჩესტერი 0-3 ლივერპული

გოლები: ჯერარდი 34′ ; 46′ ; სუარესი 84′ 

ტოტენჰემი 0-1 არსენალი

გოლი: როსიცკი 2′ 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

შევჩენკომ კორონავირუსის პანდემია ჩერნობილის კატასტროფას შეადარა

ანდრეი შევჩენკო მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ლეგენდარულმა უკრაინელმა ფეხბურთელმა კორონავირუსის პანდემია ჩერნობილის კატასტროფას შეადარა. &#...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩეფერინი აღიარებს: “სეზონი შეიძლება დაიკარგოს”

უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი პრესასთან საუბრისას აღიარებს, რომ მსოფლიო მასშტაბით სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში 2019/20 წლების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გლენ ჯონსონი: “ხალხს ავიწყდება, რომ ტრენტი მხოლოდ 21 წლის არის”

მერსესაიდის “ლივერპულის” ყოფილმა ფეხბურთელმა გლენ ჯონსონმა პრესასთან ტრენტ ალექსანდერ-არნოლდზე ისაუბრა. მისი თქმით, ხალხს ავიწყდება, რომ [...
წაკითხვა
ფეხბურთი

მაკმანამანი: “რეალი” ძალიან ჰგავს “ლივერპულს”

“ლივერპულისა” და მადრიდის “რეალის” ყოფილმა ვარსკვლავმა, სტივ მაკმანამანმა, პრესასთან საუბრისას ამ ორ კლუბს შორის არსებულ [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანუ რონალდუს დედა საავადმყოფოდან გამოწერეს (ფოტო)

კრიშტიანუ რონალდუს დედა საავადმყოფოდან გამოწერეს. 65 წლის დოლორეს ავეირუმ ინსულტი გადაიტანა და სამი მარტიდან საავადმყოფოსი, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალი” ფეხბურთელებს ხელფასებს არ შეუმცირებს

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე ფეხბურთელებისთვის ხელფასების შემცირებას არ გეგმავენ. ინფორმაციას...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალის” ინტერესი 17 წლის კამავინგას მიმართ იზრდება

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები “რენის” ახალგაზრდა ნახევარმცველ ედუარდო კამავინგაზე ფიქრს არ ეშვებიან. ამ ინფორმაციას ესპანურ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კანავარო ევროპელებს იმედს აძლევს: “ჩინეთში თავისუფლად სიარული უკვე შემიძლია”

ჩინური “გუანჩჟოუს ევერგრანდის” მწვრთნელი, ფაბიო კანავარო ევროპელებს ამშვიდებს. იტალიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ამბობს, რომ ის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუვენტუსის” ფეხბურთელებმა ხელფასებიდან 90 მილიონი ევრო დათმეს

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებმა ფეხბურთელებთან ხელფასების დაკლების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. როგორც ცნობილი ხდება, საერთო ჯამში &...
წაკითხვა
ფეხბურთი

თურქული ფეხბურთის ლეგენდა სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს

თურქული ფეხბურთის ლეგენდა, რუშტუ რეჩბერი, სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. როგორც ცნობილი ხდება, “ბარსელონას” ყოფილ მეკარეს კორონავირუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სტეფანოვიჩი: “იოვიჩი ყველაფერს აკეთებს კარიერის გასანადგურებლად”

ფრანკფურტის “აინტრახტის” ყოფილი მწვრთნელი დრაგოსლავ სტეფანოვიჩი აღშფოთებას ვერ მალავს ლუკა იოვიჩის ქმედებების გამო. შეგახსენებთ, რომ [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფრანგულ ტელევიზიას ლიონელ მესი მის “ორეულში” აერია (ფოტო, ვიდეო)

ფრანგული ტელევიზიის M6-ის პირდაპირ ეთერში კურიოზული რამ მოხდა. ჟურნალისტი საუბრობდა იმ სპორტსმენებზე, რომლებმაც კორონავირუსთან ბრძოლისათვის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრაუჩი: “რონალდოსთან ფოტოს გადაღების შანსი მქონდა, მეგონა, ის მიცნობდა…”

“ლივერპულისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს სთხოვეს დაესახელებინა, ვისთან ერთადაც თავდასხმის დუეტს შექმნიდა. ვეტერანმა ინგლისელმ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გეგა დიასამიძემ ბელარუსის ჩემპიონატში გაიტანა (ვიდეო)

28 მარტს, ბელარუსის ჩემპიონატში “გოროდეიამ” საკუთარ მოედანზე “შახტიორი” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა. სტუმართა ქართველმა [...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ვალენსიაში” კორონავირუსის 25 შემთხვევა დადასტურდა

საფეხბურთო კლუბ “ვალენსიაში” კორონავირუსული ინფექციის 25 შემთხვევა დადასტურდა. მათ შორის ათი პირველი გუნდის ფეხბურთელია, დანარჩენი [&helli...
წაკითხვა