პრემიერლიგის მიმოხილვა
ახალი ლიდერი, “კრისტალ პელასის” ისტორიული გამარჯვება და ფრე ცენტრალურ შეხვედრაში პრმიერლიგის 32-ე ტურის მიმოხილვაში.
ლივერპულის პირველი პოზიცია
“ლივერპულმა” ჩელსის სენსაციური მარცხის ისარგებლა და “ტოტენჰემთან” ჩატარებული შესანიშნავი მატჩის შემდეგ პრემიერლიგის პირველ საფეხურზე გადაინაცვლა. როჯერსის შეგირდებმა საქმეს მატჩის დებიუტშვე მიხედეს. მე-2 წუთზე კაბულმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და მასპინძლებიც დაწინაურდნენ. პირველი ტაიმში სხვაობა ორამდე სუარესმა გაზარდა, ჩემპიონატში 29-ე გოლი გაიტანა და რობი ფაულერის რეკორდიც გააუმჯობესა.
მეორე ნახევარში ლივერპულელებმა “ტოტენჰემს” კიდევ ორი გოლი გაუტანეს. კოუტინიომ და ჰენდერსონმა ლიორისს შანსი არ დაუტოვეს.
შაბათის სენსაცია
ტონი პულისმა ჟოზე მოურინიო თავისივე იარაღით დაამარცხა. 52-ე წუთზე გასული ჯონ ტერის ავტოგოლი გადაწმყვეტი აღმოჩნდა. “კრისტალ პელასმა” “არისტოკრატებთან” სენსაციური გამაჯრვება მოიპოვა.
გაშვებული გოლის შემდეგ “ჩელსიმ” ტემპს მოუმატა, თუმცა “არწივების” დაცვამ და მეკარე ხულიან სპერონიმ აზარის და მისი პარტნიორების შეტევების შეჩერება მოახერხეს.
განიავებული შესაძლებლობა
“არსენალის” დამარცხების შემთხვევაში პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში “მანჩესტერ სიტი” მოექცეოდა, მაგრამ შესანიშნავად ჩატარებული პირველი ტაიმიდან მანჩესტერელებმა მხოლოდ ერთბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. გოლი დავიდ სილვას ანგარიშზეა.
მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა და დომინანტური უკვე “არსენალი” იყო. მატიუ ფლამინიმ პოდოლსკის გადაცემით ანგარიში გაათანაბრა და ამასთან ერთად “სიტის” მშრალი სერიაც შეწყვიტა. მანჩესტერელებს საკუთარ კარში გოლი 561 განმავლობაში არ მიუღიათ.
შედეგად, სავსებით ლოგიკური ფრე. “სიტი” ლივერპულს ორი ქულით ჩამორჩებიან, თუმცა პელეგრინის შეგირდებს თადარიგში ორი მატჩი აქვთ.
29/03/14
მანჩესტერ იუნაიტედი 4-1 ასტონ ვილა
გოლები: ვესტვუდი 13′ (0:1); რუნი 20′ (1:1); რუნი 45′ (2:1); მატა 57′ (3:1); ერნანდესი 90′ (4:1)
გოლი: ტერი 52′
გოლები: როდრიგესი 45′ ; ლამბერტი 49′ ; ლალანა 70′ ; როდრიგესი 89′
გოლი: ოდემვინგე 62′
გოლები: დე გუზმანი 30′ ; 38′ ; როუტლეჯი 75′
გოლები: ამალფიტანო 2′ (1:0); დორანსი 9′ (2:0); მატჩი 30′ (2:1); კოლკერი 73′ (2:2); ბიფოუმა 90′ (3:2); დელი 90′ (3:3)
გოლები: სილვა 18′ (0:1); ფლამინი 53′ (1:1);
30/03/14
გოლები: სტოკდეილი 51′ (ს.კ. 0:1); დეჟაგა 71′ (1:1); მირალიასი 79′ (1:2); ნეისმითი 87′ (1:3)
გოლები: კაბული 2′ (ს.კ.); სუარესი 25′; კოუტინიო 55′ ; ჰენდერსონი 75′
31/03/14
გოლები: კეროლი 9′ (0:1); დიამე 50′ (0:2); ჯონსონი 65′ (1:2)