პრემიერლიგის მიმოხილვა
“ჩელსის” სენსაციური მარცხი, “ლივერპულის” მეთერთმეტე გამარჯვება და “ევერტონის” ბრძოლა ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად.
მოურინიოს საშინაო სერიის დასასრული
“მანჩსტერ სიტის” შემდეგ “სანდერლენდმა” მეორე ლიდერის, “ჩელსის” გამწარება შესძლო. არადა პრემიერლიგის გამოკვეთილი აუტსაიდერისგან ასეთ შედეგს არავინ არ ელოდა. სანდერლენდელებმა “სტამფორდ ბრიჯზე” გამარჯვებით მოურინიოს საშინაო სდამუარცხებელი სერია შეწყვიტეს.
თუმცა, შეხვედრის დასაწყისი მასპინძელთათვის სასიკეთო იყო. სამუელ ეტო’ომ ანგარიში მე-12 წუთზე გახსნა. სტუმრებმა მალევე გაათანაბრეს. უმეთვალყურეოდ დარჩენილმა მარკო ალონსომ შორიდან დაარტყა “ჩელსის” კარის მიმართულებით, რომელსაც გასულ შეხვედრაში მარკ შვარცერი იცავდა. გოლკიპერმა დარტყმა კი მოიგერია, თუმცა დამატებაზე ყველას კონორ უიკჰემმა დაასწრო.
მატჩის ბედი 82-ე წუთზე დანიშნულმა საეჭვო 11-მეტრიანმა გადაწყვიტა. “ჩელსის” საჯარიმოში ასპილიკუეტას და ალტიდორის ორთაბრძოლა ორივე მოთამაშის წაქცევით დასრულდა. მაიკ დინმა ფოლი “არისტოკრატების” ფეხბურთელის მხრიდან დაინახა და “ჩელსის” კარში მიმდინარე სეზონში პირველი პენალტი დანიშნა, რომელიც “ლივერპულიდან” იჯარით აყვანილმა ფაბიო ბორინიმ გოლად აქცია და “სანდერლენდს” მნიშნველოვანი სამი ქულაც მოუტანა.
ლივერპულს ვერ აჩერებენ
“ლივერპულმა” ზედიზედ მეთერთმეტე გამარჯვება მოიპოვა და ჩმეპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა. თუმცა, “სიტისთან’ მატჩის მსგავსად მერსისაიდელებმა საკუთარი გულშემატკივარი “ნორვიჩთანაც” ანერვიულეს.
როჯერსის გუნდმა ტრადიციულად მძლავრად დაიწყო და მე-11 წუთისთვის უკვე 2:0-ს იგებდნა. სტერლინგმა ჯერ თავად გაიტანა შემდეგ კი, სუარესსაც გაატანინა. “ნორვიჩი” არ დანებდა და მეორე ტაიმის დასაწყისში ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ იმავე სტერლინგმა ორბურთიანი სტატუს-ქვო აღადგინა.
თამაშის დასრულებამდე 13 წუთით ადრე “ნორვიჩმა” კვლავ შეამცირა სხვაობა, მაგრამ მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხა.
ევერტონმა მოიესი შეიწირა
“ევერტონი” აგრძელებს ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად ბრძოლას. გასულ ტურში ლივერპულს “მანჩესტერ იუნაიტედი” ესტუმრა და ორბურთიანი სხვაობითაც დამარცხდა, რამაც “მანჩესტერის” ხელმძღვანელობის მოთმინების ფიალა აავსო – დევიდ მოიესი “ეშმაკების” მწვრთნელი აღარაა.
ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე “ევერტონი” მეოთხე პოზიციაზე მყოფ “არსენალს” მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.
19/04/14
გოლები: პაულინიო 35′ (1:0); სიდველი 37′ (1:1);კანე 48′ (2:1); კაბული 62′ (3:1)
გოლები: არნაუტოვიჩი 45′ (0:1); უითინჰემი 51′ (1:1)
გოლები: შოლა ამეობი 23′ (1:0); ვილფრედ ბონი 45′ ; 90′ (1:2)
გოლი: იედინაკი 59′
გოლები: ეტო’ო 12′ (1:0); უიკჰემი 18′ (1:1); ბორინი 82′ (1:2)
20/04/14
გოლები: სტერლინგი 4′ (0:1); სუარესი 11′ (0:2); ჰუპერი 54′ (1:2); სტერლინგი 62′ (1:3); სნოდგარსი 77′ (2:3)
გოლები: რემსი 31′ ; პოდოლსკი 45′ ; 54′
ევერტონი 2-0 მანჩესტერ იუნაიტედი
გოლები: ბაინსი 28′ ; მირალიასი 43′
21/04/14
მანჩესტერ სიტი 3-1 ვესტ ბრომვიჩი
გოლები: საბალეტა 3′ (1:0); აგუერო 10′ (2:0); დორანსი 16′ (2:1); დემიჩელისი 36′ (3:1)