პრემიერლიგის მიმოხილვა
“არსენალის” დაბრუნება პირველ პოზიციაზე და მანჩესტერული კლუბების მნიშნელოვანი გამარჯვებები პრემირლიგის მეთვრამეტე ტურის მიმოხილვაში.
სადღესასწაულო ტრილერი
მეთვრამეტე ტურში დევიდ მოიესის შეგირდებს გასვლითი მატჩი ჰქონდათ “ჰალ სიტისთან”. შეხვედრის პირველივე წუთებიდან “მანჩესტერს” პრობლემები შეექმნა. მეოთხე წუთზე ჩესტერმა დააწინაურა მასპინძლები. 10 წუთში კი მეილერმა ორამდე გაზარდა “ჰალის” უპირატესობა.
თუმცა, მანჩესტერელებმა წონასწორობა პირველივე ნახევარში აღადგინეს. სმოლინგმა და რუნიმ ანგარიში 2:2 გახადეს.
გადამწყვეტი მომენტი მეორე ნახევრის შუაში დადგა. 64-ე წუთზე მასპინძელთა ფეხბურთელს ბიურსს ჰქონდა კარგი შანსი, თუმცა ბურთი ხარიხას მოხვდა. შემდეგ შეტევაში კი მანჩესტერელებმა ბურთ საჯარიმოში ჩააწოდეს, სადაც იგი ჩესტერმა ჩაჭრა საკუთარ კარში – 2:3. “ჰალი” ბევრს ეცადა, მაგრამ ანგარიშის შეცვლა ვეღარ მოახერხა.
ლიდერის დაბრუნება
რთული შეხვედრა მოიგო “არსენალმა”. “ვესტ ჰემთან” გამართული მატჩის პირველი ნახევარი ვენგერის შეგირდებმა ჩააგდეს. მაგრამ, მეორე ნახევარში “მეთოფეებმა” შეხვედრაში გარდატეხა შეიტანეს და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს. თუმცა, ტაიმი “ვეს ჰემის” გოლით დაიწყო. 46-ე წუთზე ნოლანის დარტყმულს კარლტონ კოულმა დაამატა და ანგარიშც გაიხსნა.
როდესაც მატჩი დამთავრებამდე 25 წუთი დარცა, ვენგერმა მოედანზე პოდოლსკი გამოიყვანა, რაც “არსენალის” შეტევებზეც აისახა. 68-ე და 71-ე წუთებზე უოლკოტმა ორი გოლის გატანა მოახერხა. დარჩენილ დროში “მეთოფეებმა” მოპოვებული უპირატესობა ხელიდან არ გაუშვეს. 79-ე წუთზე კი, პოდოლსკიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:3.
სუარესმა გაიბრძოლა, მაგრამ…
პრემიერლიგის ტურის უკანასკნელი და ცენტრალური შეხვედრა მანჩესტერში, “ეტიჰადზე” გაიმართა, სადაც “სიტი” შესანიშნავად ასპარეზობს მიმდინარე სეზონში.
“ლივერპული” მანჩესტერში ლიდერის სტატუსით ჩავიდა, თუმცა “სიტიმ” საშინაო ასპარეზზე კვლავ დამაჯერებლად ითამაშა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
მატჩი სტუმართა აქტიურობით დაიწყო. 24-ე წუთზე სუარესის ბრწყინვალე გადაცემა სტერლინგმა მიიღო, მეკარეც მოატყუა, თუმცა საგოლე დარტყმა ფილიპე კოუტინიომ შეასრულა. მასპინძლებმა ანგარიში მალევე გაათანაბრეს. 31-ე წუთზე ვინსენტ კომპანიმ წონასწორობა აღადგინა. პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე კი ნეგრედომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1.
მეორე ნახევარში გოლის გატანის საშუალება ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა და “ლივერპული” პირველიდან მეოთხე საფეხურზე ჩამოქვეითდა. “სიტი” კი მეორეზეა და ლიდერ “არსენალს” მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.
ჰალ სიტი 2-3 მანჩესტერი
გოლები: ჩესტერი 4′ (1:0); მეილერი 13′ (2:0); სმოლინგი 19′ (2:1); რუნი 26′ (2:2); ჩესტერი 66′ (ს.კ. 2:3)
ასტონ ვილა 0-1 კრისტალ პალასი
გოლი: გეილი 90′
კარდიფ სიტი 0-3 საუთჰემპტონი
გოლები: როდრიგესი 14′ ; 20′ ; ლამბერტი 27′
ჩელსი 1-0 სუონსი
გოლი: აზარი 29′
ევერტონი 0-1 სანდერლენდი
გოლი: სუნგ იონგ კი 25′
ნიუკასლი 5-1 სტოკი
გოლები: ასაიდი 29′ (0:1); რემი 44′ (1:1); გუფრანი 48′ (2:1); რემი 56′ (3:1); კაბაი 66′ (4:1); სისე 80′ (5:1)
ნორვიჩი 1-2 ფულემი
გოლები: ჰუპერი 13′ (1:0); კასამი 33′ (1:1); პარკერი 87′ (1:2)
ტოტენჰემი 1-1 ვესტ ბრომვიჩი
გოლები: ერიქსენი 36′ (1:0); ოლსონი 38′ (1:1)
ვესტ ჰემი 1-3 არსენალი
გოლები: კოული 46′ (1:0); უოლკოტი 68′ (1:1); უოლკოტი 71′ (1:2); პოდოლსკი 79′ (1:3)
სიტი 2-1 ლივერპული
გოლები: კოუტინიო 24′ (0:1); კომპანი 31′ (1:1); ნეგრედო 45′ (2:1)