პრემიერლიგის მიმოხილვა
“ლივერპულის” დრამა, დამშვიდობება “ფულემთან” და “სიტის” წარმატებული გასვლითი მატჩი პრემიერლიგის 37-ე ტურში.
აცრემლებული ლივერპული
24-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი საჩმპიონო ტიტულის მოგების შანსი “ლივერპულმა” “სელჰერტს პარკზე” დაკარგა. “კრისტალ პელასთან” გამართული მატჩის დეტალები უკვე ყველამ კარგად იცის. სტუმრები 79-ე წუთამდე 3:0 იგებდნენ, თუმცა მატჩის ბოლო წუთებში “ლივერპულმა” სამი ბურთი გაშვება “მოახერხა” და ტიტულის მოპოვების შანსებიც მინიმუმადე შეიმცირა.
მატჩის შემდეგ ბრენდან როჯერსმაც განაცხადა, რომ “სიტის” დარჩენილი შეხვედრების მოგების დიდი შანსი აქვს და სავარაუდოდ ჩემპიონობას ხელიდან არც გაუშვებს.
სიტის ბოლო გასვლითი ტესტი
შაბათს “მანჩესტერ სიტიმ” მიმდინარე სეზონის უკანასკნელი გასვლითი მატჩი გამართა ლივერპულში, სადაც პელეგრინის გუნდს ადგილობრივი “ევერტონი” დაუპირისპირდა.
მასპინძლებმა კარგად დაიწყეს და ბარკლიმ ულამაზესი გოლით ანგარიშიც გახნსა, თუმცა დაახლოებით 10 წუთში აგუერომ გათანაბრება მოახერხა და მალევე მოედანი ტრავმის გამო დატოვა.
“სიტის” წარმატების მიღწევაში ლიდერის ტრავმამ ხელი არ შეუშალა. დარჩენილ დროში მანჩესტერელებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს, რაზეც “ევერტონმა” ლუკაკუს ზუსტი დარტყმით უპასუხა.
პრემიერლიგას ფულემი და კარდიფი ემშვიდობებიან
პრემიერლიგაში “ფულემის” 13-წლიანი მოღვავაწეობა დსასრულს მიუახლოვდა. ლონდონელებმა ჩემპიონშიპში გადასვლა ოფიციალურად “სტოკ სიტისთან” მარცხით “გაიფორმეს”. პიტერ ოდემვინგეს, მარკო არტაუტოვიჩის, უსამა ასაიდის და ჯონათან უოლტერსის გოლებს ლონდონელებმა მხოლოდ კირან რიჩარდსონის შედეგიანი დარტყმით უპასუხეს.
“ფულემთან” ერთან ინგლისის ყველაზე პრესტიჟულ ლიგას “კარდიფიც” დაემშვიდობა, რომელმაც გასულ ტურში დიდი ანგარიშით “ნიუკასლთან” წააგო. ალან პარდიუს გუნდმა წარუამტებელი სერია სწორედ უელსელებთან შეწყვიტა და მეტოქე ქვედა ლიგაში გაუშვა.
69-ე წუთზე “ნიუკასლის” ასობით ფანმა სტადიონი პროტესტის ნიშნად დატოვა. საქმე იმაშია, რომ გულშემატკივრები კლუბის მფლობელის მაიკ ეშლის პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან. აქციის დრო შემთხვევითი არ ყოფილა. “ნიუკასლმა” უკანასკნელი მნიშვნელოვანი ტიტული სწორედ 1969 წელს მოიპოვა.
03/05/14
გოლები: კანე 27′ (ს.კ. 1:0); დაუნინგი 44′
გოლები: ვესტვუდი 1′ (1:0); ბოვერი 28′ (ს.კ. 1:1); ვეიმანი 41′ ; 45′ (3:1)
მანჩესტერ იუნაიტედი 0-1 სანდერლენდი
გოლი: ლარსონი 30′
გოლები: ამეობი 18′ ; რემი 87′ ; ტეილორი 90′
გოლი: ლამბერტი 90′
გოლები: ბარკლი 11′ (1:0); აგუერო 22′ (1:1); ჯეკო 43′ ; 48′ (1:3); ლუკაკუ 65′ (2:3)
გოლები: ოდემვინგე 39′ (1:0); არნაუტოვიჩ 54′ (2:0); ასაიდი 73′ (3:0); რიჩარდსონი 80′ (3:1); უოლტერსი 82′ (4:1)
04/05/14
გოლი: ჟირუ 14′
05/05/14
გოლები: ალენი 18′ (1:0); სტარიჯი 52′ (2:0); სუარესი 55′ (3:0); დელანი 79′ (3:1); გეილი 81′; 88′ (3:3)