პრემიერლიგის მიმოხილვა
პრემიერლიგის დრამატული სეზონის ბოლო ტური სენსაციების გარეშე დასრულდა. “მანჩესტერ სიტიმ” ჩემპიონობა დამაჯერებლად მოიპოვა.
ბოლო ტურის ყველა მატჩიდან გადამწყევტი მხოლოდ ერთი იყო. ფეხბურთის გულშემატკივრების ყურადღება “ეტიჰადზე” გამართულმა “სიტის” და “ვესტ ჰემის” დაპირისპირებამ მიიპრყო.
მანუელ პელეგრინიმ ახლად გამოჯნამრთელებული აგუერო სასტარტოში განამწესა. მისი როლი მანჩესტერელებისთვსი ძალიან მნიშვნელოვანია. “ქპრ”-სთან შარშანდელი ბოლო ტურის მატჩი ალბათ ყველას კარგად ახსოვს. მაშინ “სიტიმ” ჩემპიონობა სწორედ აგუეროს დუბლით მიპოვა.
“სიტიმ” განსაკუთრებული სირთულეების გარეშე შესძლო “ვესტ ჰემის” დამარცხება. პირველი ტაიმის ბოლოს და მეორეს დასაწყსისში ნასრის და კომპანის მიერ გატანილი გოლები ჩემპიონობის მომტანი აღმოჩნდა.
თავისი მატჩი “ლივერპულმაც” მოიგო, თუმცა ამ გამარჯვებამ როჯერსის გუნდს მხოლოდ მეორე პოზიცია მოუტანა.
ვიდიჩმა ბოლო მატჩი ვერ მოიგო
ტურის დარჩენილ მატჩებს სატურნირო თვალსაზრისით არანაირი ინტრიგა არ ახლდა. ლონდონის “არსენალმა” პრემიერლიგიდან გავარდნილი “ნორვიჩი” რემსის და ჯენკონსონის გოლებით დაამარცხა.
თასისი ფინალში “მეთოფეთა” მეტოქე “ჰალ სიტი” “ევერტონთან” დამარცხდა. თავი გამოიჩინა რომელუ ლუკაკუმ, რომლისთვისაც სავარაუდოდ ეს ლივერპულელთა შემადგენლობაში გატანილი უკანასკნელი გოლი იყო. დიდი ალბათობით მომავალი სეზონიდან ბელგიელი “ჩელსის” დაუბრუნდება.
მოურინიოს შეგირდებმა ჩემპიონატი მაჟორულ ნოტაზე დაასრულეს. “არისტოკრატებმა” კარდიფში შურლეს და ტორესის გოლებით მოიგეს.
ბოლო ტურის მატჩი ვერ მოიგო “მანჩესტერ იუნაიტედმა”. “ეშმაკებმა” “საუთჰემპტონის” დამარცხება ვერ შესძლეს.
11/05/14
გოლები: ბელამი 15′ (1:0); შურლე 72′ (1:1); ტორესი 75′ (1:2)
გოლები: გეილი 28′ (0:1); ვუდროუ 61 (1:1); გაილი 84′ (1:2); დევიდი 90′ (2:2)
გოლები: მაკკარტი 9′ (0:1); ლუკაკუ 46′ (0:2)
გოლები: შკრტელი 20′ (ს.კ. 0:1); აგერი 63′ (1:1); სტარიჯი 65′ (2:1)
გოლები: ნასრი 39′ ; კომპანი 49′
გოლები: რემსი 53′ ; ჯენკინსონი 62′
საუთჰემპტონი 1-1 მანჩესტერ იუნაიტედი
გოლები: ლამბერტი 28′ (1:0); მატა 54′ (1:1);
გოლები: დაიერი 7′ (0:1); ემნესი 14′ (0:2); ბორინი 50′ (1:2); ბონი 54′ (1:3)
გოლები: პაულინიო 14′ ; ბეიკერი 35′ (ს.კ.); ადებაიორი 38′
გოლები: მაკოლი 22′ (ს.კ. 0:1); სესენიონი 56′ (1:1); ადამი 87′ (1:2)