პრემიერლიგის მიმოხილვა
ლიდერების სინქრონული 2:0 და სუარესის მორიგი დუბლი პრემიერლიგის 21-ე ტურში.
ლიდერთა ჯგუფში მყოფი გუნდებიდან ხუთმა წარმომადგენელმა ერთნაირი ანგარიშით 2-0 მოიგო. სინქონული მოქმედება მხოლოდ “ლივერპულმა” და “არსენალმა” დაარღვიეს.
მერსისაიდელები კვირას “სტოკ სიტის” შეხვდნენ და მატჩი უფრო ჰოკეისთვის დამახასიათებელი ანგარიშით დასრულდა. “ლივერპლულმა” 5-3 გაიმარჯვა.
როგორც ყოველთვის მთავარ როლში ლუის სუარესი იყო, რომელსაც მხარი სტარიჯმაც აუბა.
ჯერარდმა კი თავისი 650-ე მატჩი “ლივერპულის” შემადგენლობაში გოლით აღნიშნა.
“ნიუკასლს” სენტ ჯეიმს პარკზე “მანჩესტერ სიტი” ესტუმრა და მასპინძლები 2-0 დაამარხა. გოლები ნეგრედომ და ედინ ჯეკომ გაიტანეს.
მატჩში ძალიან სამწუხარო ფაქტიც მოხდა. მძიმედ დაშავდა სამირ ნასრი, რომელიც სავარაუდოდ სეზონის ბოლომდე ვეღარ გამოვა მოედანზე და დიდი ალბათობით ბრაზილიაში გასამართ მუნდიალსაც გამოტოვებს. აღსანიშნავია, რომ ტრავმა ნასრის თანამემამულემ, იანგა-მბივამ მიაყენა.
გამარჯვება ფერგიუსონის გარეშე
“მანჩესტერ იუნაიტედმა” წარუმატებელი სერიის შეწყვეტა მოახერხა და საკუთარ მოედანზე “სუონსი” ამ ტურში ტრადიციული ანგარიშით (2:0) დაამარცხა.
თუმცა საკუთარ ტრადიციუს სერ ალექს ფერგიუსონმა უღალატა და ამჯერად “მანჩესტერის” შეხვედრას არ დაესწრო. ლეგენდარული სპეციალისტი ოჯახთან ერთად დასასვენებლად გაემგზავრა.
მიუხედვადა პირველ მრავლად შექმნილი მომენტებისა, გუნდები შესვენებაზე ანგარიშის გაუხსნელად გავიდნენ.
მეორე ტაიმის დებიუტში კი, იანუზაის შესანიშნავ თამაშს კაგავას გოლი მოჰყვა. მეორე ბურთი დანი უელბეკის ანგარიშზეა, რომელსაც ასისტენტობა პატრის ევრამ გაუწია.
დამაჯერებელი არისტოკრატები
“ჩელსი” აგრძელებს დამაჯერებელ სხვლა, რაშიც დიდი წვლილი აზარს მიუძღვის. ამჯერად ბელგიელმა “ჰალის” წინააღმდეგ გაიბრწყინა. კოულის გადაცემის შემდეგ აზარმა საჯარიმოს მისადგომებიდან ულამაზესი გოლი გაიტანა. “ჩელსის” უპირატესობა კი ფერნანდო ტორესმა განამტკიცა.
11/01/14
ჰალი 0-2 ჩელსი
გოლები: აზარი 54′ ; ტორესი 87′
კარდიფი 0-2 ვესტ ჰემი
გოლები: კოული 42′ ; ნობლი 90′
ევერტონი 2-0 ნორვიჩი
გოლები: ბარი 23′ ; მირალისი 59′
ფულემი 1-4 სანდერლენდი
გოლები: ჯონსონი 29′ (0:1); სან-იონ კი 41′ (0:2); სიდველი 52′ (1:2); ჯონსონი 69′ (1:3); ჯონსონი 85′ (1:4)
საუთჰემპტონი 1-0 ვესტ ბრომვიჩი
გოლი: ლალანა 66′
ტოტენჰემი 2-0 კრისტალ პელასი
გოლები: ერიკსენი 50′ ; დეფო 73′
მანჩესტერი 2-0 სუონსი
გოლები: ვალენსია 47′ ; უელბეკი 59′
12/01/14
ნიუკასლი 0-2 სიტი
გოლები: ჯეკო 8′ ; მეგრედო 90′
სტოკი 3-5 ლივერპული
გოლები: შოუკროსი 5′ (ს.კ. 0:1); სუარესი 32′ (0:2); კრაუჩი 39′ (1:2); ადამი 45′ (2:2); ჯერარდი 51′ (2:3); სუარესი 71′ (2:4); ვოლტერსი 85′ (3:4); სტარიჯი 87′ (3:5)
14/01/14
ასტონ ვილა 1-2 არსენალი
გოლები: უილშირი 34′ (0:1); ჯირუ 35′ (0:2); ბენტეკე 76′ (1:2)