პრემიერლიგის მიმოხილვა
„ჩელსის“ დამაჯერებელი გამარჯვება, „ლივერპულის“ პრობლემები დაცვაში და სიტის რევანში პრემიერლიგის 22-ე ტურის მიმოხილვაში.
მოურინიოს გამარჯვები ფერგიუსონის სტილში
ჟოზე მოურინიომ კარიერაში ალბათ ყველაზე იოლი მატჩი მოუგო „მანჩესტერს“. „ჩელსის“ განსაკუთრებული არაფერი უჩვენებია, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა მოიესის გუნდის დასამარცხებლად.მაგრამ, შექებას მანჩესტერელებიც იმსახურებენ. „ეშმაკები“ საკმაოდ აგრესიულ და გამბედავ ფეხბურთს თამაშობდნენ, მიუხედავად ვან პერსის და რუნის არყოფნისა. თუმცა, როგორც ყოველთვის მოიესის გუნდს კირეატიულობა აკლდა.
„ჩელსიმ“ საკმაოდ მშვიდად დაიწყო და უბრალოდ დაელოდა „მანჩესტერის“ შეცდომას, რომელიც სამუელ ეტო’ომ უნაკლოდ გამოიყენა.
მანჩესტერელები შეტევაში წავიდნენ, მაგრამ გააზრებული ვერაფერი შექმნეს. აშკარად ჩანდა, რომ მოიესის ფეხბურთელებს წარმატების არ სჯეროდათ. სამუელ ეტო’ო კი ამ მატჩი წარმატებაზე დაგეშილი იყო. კამერუნელმა მიმდინარე სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
ტაიმის უკანასკნელ წუთზე აფრიკელმა ანგარიში ორამდე გაზარდა, ხოლო 49-ე ჰეთ-ტრიკი შეასრულა და „ჩელსის“ უპირატესობა უკვე შთამბეჭდავი გახდა.
დარჩენილ წუთებში მხოლოდ მანჩესტერელების პრესტიჟის გოლია აღსანიშნავი, რომელიც ჩიჩარიტოს ანგარიშზეა.
მოურინიომ „მანჩესტერი“ ფერგიუსონისთვის დამახასიათებელ სტილში დაამარცხა – მკაცრი, რაციონალური თამაშით, გადამეტებული ემოციების გარეშე.
სიტის რევანში
„სიტიმ“ „კარდიფი“ განსაკუთრებული სირთულეების გარეშე დაამარცხა და პირველ წრეში განცდილი მარცხის შემდეგ რევანშიც აიღო. თუმცა, სულშერის ფეხბურთელებმა „ეტიჰადზე“, სადაც „სიტი“ მიმდინარე სეზონში ქულებს არ კარგავს, საკმაოდ კარგი ფეხბურთი ითამაშეს.
ანგარიში მაპსინძლებმა ედინ ჯეკოს გოლით გახსნეს. ბოსნიელმა ქალაქელები მე-14 წუთზე დააწინაურა, თუმცა სტუმრება თანაფარდობის აღდგენა 29-ზე კრაიგ ნუნის ძალისხმევით შესძლეს. „კარდიფის“ სიხარული ხანმოკლე იყო. ზუსტად 4 წუთში ხესუს ნავასმა „სიტი“ კვლავ წინ გაიყვანა.
მეორე ნახევარში მანჩესტერელებმა უპირატესობის გაზრდა მოახერხეს. ტურემ და აგუერომ გოლები 3 წუთიანი ინტერვალით გაიტანეს. რაზეც უელსელებმა „სიტის“ ფრეიზერ კემპბელის 90-ე წუთზე გატანილი გოლით უპასუხეს.
სტარიჯმაც ვერ უშველა
9 ნოემბრის შემდეგ ბენდან როჯერსმა პირველად დააყენა ძირითად შემადგენლობაში სტარიჯი – სუარესის წყვილი, თუმცა გადაწყვეტი ამ მატჩი არა შეტევა, არამედ დაცვაში დაშვებული შეცდომები იყო, რაც ძირითადად „ლივერპულში“ ტრავიამობით არის გამოწვეული.
პირველ ტაიმში აგბონლაჰორის მიერ განხორციელებული ორი რეიდი „ლივერპულის“ კარში გატანილი გოლებით დასრულდა. გებრიელმა პირველ შემთხვევაში ვაიმანს უპასა, მეორე გოლი კი ბენტეკემ გაიტანა, რომელმაც საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა.
მასპინძლებმა პირველ ტაიმში მოახერხეს ერთი გოლი გაქვითვა. სუარესი – ჰენდერსონი – სტარიჯის შესანიშნავი კომბინაციის შედეგად ანგარიშში სხვაობა მინიმალური გახდა. მეორე ნახევრი დებიუტში კი, ჯერარდმა ზუსტი თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, მეტის გაკეთება „წითლებმა“ ვეღარ შესძლეს.
18/01/14
სანდერლენდი 2–2 საუთჰემპტონი
გოლები: როდრიგესი 4’ (0:1); ლოვრენი 31’ (0:2); ბორინი 32’ (1:2); ჯონსონი 71’ (2:2)
არსენალი 2–0 ფულემი
გოლები: კასორლა 57’ ; 62’
კრისტალ პელასი 1–0 სტოკი
გოლი: პანჩეონი 51’
სიტი 4–2 კარდიფი
გოლები: ჯეკო 14’ (1:0); ნუნი 29’ (1:1); ხესუს ნავასი 33’ (2:1); ტურე 77’ (3:1); აგუერო 79’ (4:1); კამპბელი 90’ (4:2)
ნორვიჩი 1–0 ჰალი
გოლი: ბენეტი 87’
ვესტჰემი 1–3 ნიუკასლი
გოლები: კაბაიე 16’ (0:1); რემი 33’ (0:2); ვილიამსონი 45’ (ს.კ. 1:2); კაბაიე 90’ (1:3)
ლივერპული 2–2 ასტონ ვილა
გოლები: ვეიმანი 25’ (0:1); ბენტეკე 36’ (0:2); სტარიჯი 45’ (1:2); ჯერარდი 53’ (2:2)
19/01/14
სუონსი 1–3 ტოტენჰემი
გოლები: ადებაიორი 35’ (0:1); ჩიჩო 53’ (ს.კ. 0:2); ადებაიორი 71’ (0:3); ბონი 78’ (1:3)
ჩელსი 3–1მანჩესტერი
გოლები: ეტო’ო 17’ ; 45’ ; 49’ (3:0); ჩიჩარიტო 78’ (3:1)
21/01/14
ვესტ ბრომვიჩი 1–1ევერტონი
გოლები:მირალიასი 41’ (0:1); ლუგანო 75’ (1:1)