პრემიერლიგის მიმოხილვა

თარიღი: იანვარი 21, 2014

„ჩელსის“ დამაჯერებელი გამარჯვება,  „ლივერპულის“ პრობლემები დაცვაში და სიტის რევანში პრემიერლიგის 22-ე ტურის მიმოხილვაში.

 

მოურინიოს გამარჯვები ფერგიუსონის სტილში

 

ჟოზე მოურინიომ კარიერაში ალბათ ყველაზე იოლი მატჩი მოუგო „მანჩესტერს“. „ჩელსის“ განსაკუთრებული არაფერი უჩვენებია, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა მოიესის გუნდის დასამარცხებლად.მაგრამ, შექებას მანჩესტერელებიც იმსახურებენ. „ეშმაკები“ საკმაოდ აგრესიულ და გამბედავ ფეხბურთს თამაშობდნენ, მიუხედავად ვან პერსის და რუნის არყოფნისა. თუმცა, როგორც ყოველთვის მოიესის გუნდს კირეატიულობა აკლდა.

„ჩელსიმ“ საკმაოდ მშვიდად დაიწყო  და უბრალოდ დაელოდა „მანჩესტერის“ შეცდომას, რომელიც სამუელ ეტო’ომ უნაკლოდ გამოიყენა.
მანჩესტერელები შეტევაში წავიდნენ, მაგრამ გააზრებული ვერაფერი შექმნეს. აშკარად ჩანდა, რომ მოიესის ფეხბურთელებს წარმატების არ სჯეროდათ. სამუელ ეტო’ო კი ამ მატჩი წარმატებაზე დაგეშილი იყო. კამერუნელმა მიმდინარე სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
ტაიმის უკანასკნელ წუთზე აფრიკელმა ანგარიში ორამდე გაზარდა, ხოლო 49-ე ჰეთ-ტრიკი შეასრულა და „ჩელსის“ უპირატესობა უკვე შთამბეჭდავი გახდა.
დარჩენილ წუთებში  მხოლოდ მანჩესტერელების პრესტიჟის გოლია აღსანიშნავი, რომელიც ჩიჩარიტოს ანგარიშზეა.
მოურინიომ „მანჩესტერი“ ფერგიუსონისთვის დამახასიათებელ სტილში დაამარცხა – მკაცრი, რაციონალური თამაშით, გადამეტებული ემოციების გარეშე.

 

სიტის რევანში

 

„სიტიმ“ „კარდიფი“ განსაკუთრებული სირთულეების გარეშე დაამარცხა და პირველ წრეში განცდილი მარცხის შემდეგ რევანშიც აიღო. თუმცა, სულშერის ფეხბურთელებმა „ეტიჰადზე“,  სადაც „სიტი“ მიმდინარე სეზონში ქულებს არ კარგავს, საკმაოდ კარგი ფეხბურთი ითამაშეს.

ანგარიში მაპსინძლებმა ედინ ჯეკოს გოლით გახსნეს. ბოსნიელმა ქალაქელები მე-14 წუთზე დააწინაურა, თუმცა სტუმრება თანაფარდობის აღდგენა 29-ზე კრაიგ ნუნის ძალისხმევით შესძლეს. „კარდიფის“ სიხარული ხანმოკლე იყო. ზუსტად 4 წუთში ხესუს ნავასმა „სიტი“ კვლავ წინ გაიყვანა.

მეორე ნახევარში მანჩესტერელებმა უპირატესობის გაზრდა მოახერხეს. ტურემ და აგუერომ გოლები 3 წუთიანი ინტერვალით გაიტანეს. რაზეც  უელსელებმა „სიტის“ ფრეიზერ კემპბელის 90-ე წუთზე გატანილი გოლით უპასუხეს.

 

სტარიჯმაც ვერ უშველა

 

9 ნოემბრის შემდეგ ბენდან როჯერსმა პირველად დააყენა ძირითად შემადგენლობაში სტარიჯი – სუარესის წყვილი, თუმცა გადაწყვეტი ამ მატჩი არა შეტევა, არამედ დაცვაში დაშვებული შეცდომები იყო, რაც ძირითადად „ლივერპულში“ ტრავიამობით არის გამოწვეული.

პირველ ტაიმში აგბონლაჰორის მიერ განხორციელებული ორი რეიდი „ლივერპულის“ კარში გატანილი გოლებით დასრულდა.  გებრიელმა პირველ შემთხვევაში ვაიმანს უპასა, მეორე გოლი კი ბენტეკემ გაიტანა, რომელმაც საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა.

მასპინძლებმა პირველ ტაიმში მოახერხეს ერთი გოლი გაქვითვა. სუარესი – ჰენდერსონი – სტარიჯის შესანიშნავი კომბინაციის შედეგად ანგარიშში სხვაობა მინიმალური გახდა.  მეორე ნახევრი დებიუტში კი, ჯერარდმა ზუსტი თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, მეტის გაკეთება „წითლებმა“ ვეღარ შესძლეს.

 

18/01/14

სანდერლენდი 2საუთჰემპტონი

გოლები: როდრიგესი 4’ (0:1); ლოვრენი 31’ (0:2); ბორინი 32’ (1:2); ჯონსონი 71’ (2:2)

არსენალი 2ფულემი

გოლები: კასორლა 57’ ; 62’

კრისტალ პელასი 1სტოკი

გოლი: პანჩეონი 51’

სიტი 4კარდიფი

გოლები: ჯეკო 14’ (1:0); ნუნი 29’ (1:1); ხესუს ნავასი 33’ (2:1); ტურე 77’ (3:1); აგუერო 79’ (4:1); კამპბელი 90’ (4:2)

ნორვიჩი 1ჰალი

გოლი: ბენეტი 87’

ვესტჰემი 1ნიუკასლი

გოლები: კაბაიე 16’ (0:1); რემი 33’ (0:2); ვილიამსონი 45’ (ს.კ. 1:2); კაბაიე 90’ (1:3)

ლივერპული 2ასტონ ვილა

გოლები:  ვეიმანი 25’ (0:1); ბენტეკე 36’ (0:2); სტარიჯი 45’ (1:2); ჯერარდი 53’ (2:2)

19/01/14

სუონსი 1ტოტენჰემი

გოლები: ადებაიორი 35’ (0:1); ჩიჩო 53’ (ს.კ. 0:2); ადებაიორი 71’ (0:3); ბონი 78’ (1:3)

ჩელსი 31მანჩესტერი

გოლები: ეტო’ო 17’ ; 45’ ; 49’ (3:0); ჩიჩარიტო 78’ (3:1)

21/01/14

ვესტ ბრომვიჩი 11ევერტონი

გოლები:მირალიასი 41’ (0:1); ლუგანო 75’ (1:1)

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

რას აკეთებს სოკრატისი – ბერძენი მცველის მოქმედება “ასტონ ვილასთან” მატჩშ

ინგლისის პრემიერ ლიგაში, “არსენალსა” და “ასტონ ვილას” შორის გამართულ მატჩში, ერთ-ერთ ეპიზოდში სოკრატის პაპასტატოპულოსმა უცნაურ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპულმა” ტურის ცენტრალურ მატჩში “ჩელსის” დამარცხება შეძლო (ვიდ

პრემიერ ლიგის მეექვსე ტურის ცენტრალურ შეხვედრას “სტემფორდ ბრიჯმა” უმასპინძლა. ფრენკ ლამპარდის შეგირდებმა საკუთარ კედლებში უდანაკარგო [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნგოლო კანტეს ბრწყინვალე გოლი “ლივერპულის” კარში (ვიდეო)

ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ჩელსისა” და “ლივერპულს” შორის მიმდინარე მატჩის 71-ე წუთზე ნგოლო კანტემ ლივერპულელთა კარში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კევინ დე ბრუინი ტიერი ანრის რეკორდს უმიზნებს

21 სექტემბერს, პრემიერ ლიგის მეექვსე ტურის ეგიდით გამართულ მატჩში “მანჩესტერ სიტიმ” “უოტფორდი” მიწასთან გაასწორა – [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

The Sun-მა მედისონის 6 500 ფუნტიან ჩანთას დასცინა, ინგლისელმა გამოცემას პასუხი გასცა

21 სექტემბერს, პრემიერ ლიგის მეექვსე ტურის მატჩში “ლესტერ სიტიმ” საკუთარ კედლებში ლონდონის “ტოტენჰემის” დამარცხება შეძლო. [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

რვა უპასუხო გოლი! “მანჩესტერ სიტიმ” “უოტფორდი” მიწასთან გაასწორა (

21 სექტემბერს “ეტიჰად სტედიუმმა” პრემიერ ლიგის მეექვსე ტურის ეგიდით “მანჩესტერ სიტისა” და “უოტფორდს” შორის გამართუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯეიმი კარაგერი მანესა და სალაჰს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა

“ლივერპულის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯეიმი კარაგერმა, “ბარნლისთან” მატჩში სადიო მანესა და მოჰამედ სალაჰს შორის მომხდარ ინციდენტზე...
წაკითხვა
ფეხბურთი

პეპ გვარდიოლამ ყველაზე ძლიერი მეტოქე დაასახელა

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, თავისი გუნდის მთავარ მეტოქეზე საუბრისას აღნიშნა, რომ “ლივერპული” ყველაზ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან მჭედლიძე: “დინამოსთვის” ყველაფერს გავაკეთებ”

თბილისის “დინამოს” ახალწვეულმა, ლევან მჭედლიძემ საქართველოში დაბრუნების შემდეგ პირველი ემოციები გაგვიზიარა. “ძალიან მოხარული ვარ, &#...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰადსონ-ოდოიმ “ჩელსისთან” ახალ სარფიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

ლონდონის “ჩელსისა” და კალუმ ჰადსონ-ოდოის შორის მიმდინარე ხანგრძლივმა მოლაპარაკებებმა საბოლოოდ შედეგი გამოიღო. ახალგაზრდა ფეხბურთელმა კლუბთ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“არსენალმა” გასვლაზე ფრანკფურტის “აინტრახტი” გაანადგურა (ვიდეო)

19 სექტემბერს ევროპა ლიგის 2019/20 წლების სეზონის გათამაშების ჯგუფურმა ეტაპმა აიღო სტარტი. ტურის ცენტრალურ შეხვედრას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა: მეორე სათამაშო დღე (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპი მეორე სათამაშო დღე გაიმართა. A ჯგუფი “ბრიუგე” […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა უთხრა ანჩელოტიმ კლოპს მატჩის დასრულების შემდეგ?

17 სექტემბერს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში “ნაპოლიმ” საკუთარ მოედანზე “ლივერპული” 2:0 დაამარცხა. [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა: პირველი სათამაშო დღე (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპი პირველი სათამაშო დღე გაიმართა. E ჯგუფი “ნაპოლი” […]...
წაკითხვა