პრემიერლიგის მიმოხილვა
ლიდერის კიდევ ერთი ცვლილება, ლივერპულის წაფორხილება და მანჩესტერის მორიგი მარცხი პრემიერლიგის 24-ე ტურის მიმოხილვაში.
სტოკ სიტი – მანჩესტერ იუნაიტედი
მოიესის გუნდმა მორიგი მატჩი წააგო. ამჯერეად მანჩესტერელები სტუმრად “სტოკ სიტისთან” დამარცხდნენ. “ეშმაკებს” ვერც რუნი-ვან პერსის დაბრუნებულმა დუეტმა უშველა, რომელსაც პასებეით ახალწვეული ხუან მატა ამრაგებდა. თუმცა, ერთხელ მატას გადაცემა შედეგიანი აღმონდა და ვან პერსიმ გოლიც კი გაიტანა. ეს 47-ე წუთზე მოხდა და ამ მომენტისთვის მანჩესტერელები 38-ე წუთზე ადამის გატანილი გოლით აგებდნენ. მაგრამ, სულ რაღაც 5 წუთში მასპინძლებმა სტატუს კვო აღადგინეს. გოლის ავტორი კვლავ ადამი გახდა და საკუთარ გუნდს ძალიან მნიშნველოვანი გამარჯვება მოუპოვა.
ვესტ ბრომვიჩი – ლივერპული
მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა “ლივერპულმა” და ფაქტობრივად ჩამოშორდა საჩემპიონო რბოლას.
ბრენდან როჯერსის შეგირდებისთვის ყველაფერი კარგად იწყებოდა. 24-ე წუთზე დანიელ სტარიჯმა “წითლები” დააწინაურა. თუმცა, პრემიერლიგის აუტსაიდერებმა “ლივერპულის” გამწარება მაინც შესძლეს, რაც დიდწილად კოლო ტურეს “დამსახურებაა”. გამოცდილმა აფრიკელმა უწყინარ სიტუაციში ბურთი არანაკლებ გამოცდილ “ვესტ ბრომვიჩელ” ვიქტორ ანიჩებეს გადააწოდა, რომელსაც გატანა არ გასჭირვებია და საკუთარ გუნდს ერთი ქულა მოუტანა, რომელიც პრემირლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად შესაძლოა გადაწმყვეტიც კი აღმოჩნდეს.
მანჩესტერ სიტი – ჩელსი
“ეტიჰადზე” გასამართ ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას ფეხბურთის გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა და შეიძება ითქვას, რომ მოლოდინმა გაამართლა. ინგლისის პრმიერლიგის გრანდების შესრულებით ნამდვილად კარგი ფეხბურთი ვიხილეთ.
გუნდებმა პირველივე წუთებიდან მაღალი ტემპი აირჩიეს. განსაკუთრებით სიტი გამოირჩეოდა და ტაიმის დებიუტისგან ისეთ შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს “სიტის” გოლი უბრალოდ დროსი ამბავია. თუმცა, ასეთ მოსაზრებას კატეგორიულად არ დაეთანხმა ბრონისლავ ივანოვიჩი, რაც 32-ე წუთზე გოლით გამოხატა.
გუშინდელ შეხვედრაში გამოჩნდა, რომ დღევანდელი “სიტის” თამაში მნიშნველოვნად არის აგუეროზე დამოკიდებული. არგენტინელის ტრავმის გამო არყოფნის პირობებში ჩეხის კარს ძირითადად ტურე და სილვა უტევდნენ, თუმცა უშედეგოდ.
ივანოვიჩის გოლი გუშინდელ მატჩში ერთადერთი და ბუნებრივია, რომ გადაწყვეტი აღმოცნდა. “სიტიმ” წააგო და ლიდერობა კვლავ “არსენალს” დაუთმო, რომელმაც გასულ ტურში საკუთარ ასპარეზზზე “კრისტალ პელასს” სძლია.
01/02/14
ნიუკასლი 0-3 სანდერლენდი
გოლები: ბორინი 19′ ; ჯონსონი 23′ ; კოლბექი 80′
ვესტ ჰემი 2-0 სუონსი
გოლები: ნოლანი 26′ ; 45′
კარდიფი 2-1 ნორვიჩი
გოლები: სნოდგრასი 5′ (0:1); ბელამი 49′ (1:1); ჯონსი 50′
ევერტონი 2-1 ასტონ ვილა
გოლები: ბაკუნა 34′ (0:1); ნეისმითი 74′ (1:1); მირალიასი 85′ (2:1)
ფულემი 0-3 საუთჰემპტონი
გოლები: ლალანა 64′ ; ლამბერტი 70; როდრიგესი 75′
ჰალ სიტი 1-1 ტოტენჰემი
გოლები: სონგი 12′ (1:0); პაულინიო 61′ (1:1)
სტოკ სიტი 2-1 მანჩესტერი
გოლები: ადამი 38′ (1:0); ვან პერსი 47′ (1:1); ადამი 52′ (2:1)
02/02/14
ვესტ ბრომვიჩი 1-1 ლივერპული
გოლები: სტარიჯი 24′ (0:1); ანიჩებე 67′ (1:1)
არსენალი 2-0 კრისტალ პელასი
გოლები: ჩემბერლეინი 47′ ; 73′
04/02/14
მანჩესტერ სიტი 0-1 ჩელსი
გოლი: ივანოვიჩი 32′