პრემიერლიგის მიმოხილვა

თარიღი: დეკემბერი 24, 2013

სუარესის მორიგი დუბლი, რუნის იღბლიანი დაბრუნება და გამოუყენებელი შესაძლებლობების დერბი. 

ისევ სუარესი!

“ლივერპული” აგრძელებს მეტოქეთა რბევას. მერსისაიდელების მორიგი მსხვერპლი “კარდიფი” გახდა. წითლებს ერთი ტაიმი ეყოთ საკუთარი უპირატესობის საჩვენებლად. კვლავ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ლუის სუარესმა და დუბლი გაიფორმა. 19 გოლი 12 ტურში, ასეთია ურუგვაელის შედეგი უკანასკნელი სათამაშო დღის შემდეგ. ალბათ, ეჭვი არავის ეპარება, რომ სწორედ სუარესი გახდება პრემიერლიგის ბომბარდირი. სუარესთან ერთად თავი ახალგაზრდა სტერლინგმაც გამოიჩინა და “ლივერპულმაც” დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვა.

მანჩესტერი ბრუნდება?

“მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივრები სიხარულს ვერ მალავდნენ, როდესაც სტადიონის დიქტორმა უეინ რუნი სასტარტო შემადგენლობაში გამოაცხადა. “ეშმაკებმა” გასულ ტურში “ვესტ ჰემს” უმასპინძლეს და დაამარცხეს კიდევაც.

ლონდონელების კიპერ ადრიანს ბევრი სამუშაო ჰქონდა. პირველივე წუთებიდან მასპინძლები აქტიურად უტევდნენ. პირველი გოლი უელბეკი-რუნი-უელბეკის კომიბნაციით გავიდა და ამ უკანაკსნელმა ანგარიში შორეულ კუთხეში დარტყმით გახსნა. მეორე გოლი იანუზაი-ვალენსიას აქტიურობას მოყვა. გოლი ახალგაზრდა ბელგიელმა გაიტანა. მესამე გოლში კი, კვლავ უეინ რუნიმ მიიღო მონაწილეობა. ამჯერად მან ასისტენდობა იანგს გაუწია. დარჩენილ დროში “ვესტ ჰემმა” მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა.

უგოლო დერბი

ლონდონური დერბი “არსენალსა” და “ჩელსის” შორის უგოლო ფრით დასრულდა, თუმცა ამ შეხვედრაში არცერთი შედეგი არ იქნებოდა გასაკვირი. ორივე გუნდმა პირველივე წუთებიდან ფრთხილი თამაში ამჯობინეს და რისკზე წასვლას ერიდებოდნენ. “ჩელსის” ქმედებებიდან პირველ ტაიმში ლემპარდის შესრულებებლი ჯარიმა იყო დასამახსოვრებელი, რომელიც ხარიხამ მოიგერია. “არსენალი” და ვენგერი კი მაიკ დინისგან თერთმეტმეტრიანს ითხოვდნენ. თუმცა, მსაჯმა ჩათვალა, რომ ვილიანს საჯარიმოში თამაშის წესი არ დაურღვევია. აი განმეორებაზე კი სხვანაირად ჩანდა..

მატჩის ბოლოს მოურინიომ შეტევის გაძლიერება სცადა და მოედანზე ოსკარი, შურლე და ლუისი შეუშვა. ცლილებების შედეგად “არსენალის” კართან სტანდარტების რაოდენობამ იმატა, თუმცა რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მისულა.

“არსენალს” კი ბოლო წუთებზე სამი საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ორჯერ ჟირუმ ერთხელ კი ვერმალენმა ვერ შესძლეს მეტოქის კარის აღება.

საბოლოო ჯამში ფრე, რომელიც ყველაზე მეტად “ლივერპულს” აწყობს.

 

21/12/13

ლივერპული 3-1 კარდიფ სიტი

გოლები: სუარესი 25’ (1:0); სტირლინგი 42’ (2:0); სუარესი 45’ (3:0); მაჩი 58’ (3:1)

კრისტალ პალასი 0-3 ნიუკასლი

გოლები: კაბაი 25’ , გებიდონი 39’ (ს.კ.), ბენ არფა 86’

ფულემი 2-4 მანჩესტერ სიტი

გოლები:  ტურე 25’ (0:1); კომპანი 43’ (0:2); რიჩარდსონი 50’ (1:2); კომპანი 69’ (2:2 ს.კ.), ხესუს ნავასი 78’ (2:3); მილნერი 83’ (2:4)

მანჩესტერ იუნაიტედი 3-1 ვესტ ჰემი

გოლები: უელბეკი 26’ (1:0); იანუზაი 36’ (2:0); იანგი 72’ (3:0); კოული 81’ (3:1)

სტოკსიტი21ასტონვილა

გოლები: ადამი 50’ (1:0): კოზაკი 66’ (1:1); კრაუჩი 70’ (2:1)

ვესტბრომვიჩი11ჰალსიტი

გოლები: ლივერმოლი 28’ (0:1); ვიდრა 86’ (1:1)

სანდერლენდი00ნორვიჩი

 

22/12/13 

საუთჰემპტონი23 ტოტენჰემი

გოლები: ლალანა 13’ (1:0); ადებაიორი 25’ (1:1); ჰუიველდი 54’ (1:2 ს.კ.); ლამბერტი 59’ (2:2); ადებაიორი 64’ (2:3)

სუონსი 1-2 ევერტონი

გოლები: კოულმანი 66’ (0:1); ოვიედო 70’ (1:1 ს.კ.); ბარკლი 84’ (1:2)

23/12/13

არსენალი 0-0 ჩელსი

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ახალი წლის პირველ დღეს ინგლისის პრემიერ ლიგის ცხრა მატჩი გაიმართება

ინგლისის პრემიერ ლიგის ზამთრის კალენდარი გამოქვეყნდა. ცნობილი გახდა, რომ მატჩები 26, 27, 28 და 29 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოლეკსანდრ ზინჩენკომ ვლადა სედანს ხელი სთხოვა (ფოტო)

“მანჩესტერ სიტისა” და უკრაინის ნაკრების ფეხბურთელმა, ოლეკსანდრ ზინჩეკომ უკრაინელ სპორტულ ჟურნალისტ ვლადა სედან კიევის ოლიმპიურ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედი” მასიმილიანო ალეგრისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი თავკაცი, მასიმილიანო ალეგრი, შესაძლოა, უახლოეს მომავალში “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელად ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სერხიო აგუერო ავტოავარიაში მოყვა (ფოტო)

“მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი სერხიო აგუერო, რომელიც საკუთარი ავტომობილით საწვრთნელი ბაზისკენ მიემართებოდა, ავტოავარიაში მოყვა. “მი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა

“ლივერპულის” მარჯვენა მცველი, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. არნოლდი პირველი მცველი გახდა პრემიერ ლიგის [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოლეკსანდრ ზინჩენკო პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ (ვიდეო)

14 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უკრაინის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე პორტუგალია 2:1 დაამარცხა და ევრო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სვენ-გორან ერიქსონი: “ფერგიუსონი მოკვლით მემუქრებოდა, თუ რუნის მუნდიალზე წავიყვანდი&

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სვენ-გორან ერიქსონმა გამოცემა “თაიმსს” საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომლის ერთ-ერთი მონაკვეთი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰიუპია: “ჰენდერსონი კაპიტნის სამკლავურს ატარებს, თუმცა ნამდვილი ლიდერი ვან დაიკია

“ლივერპულის” ყოფილი მცველი, სამი ჰიუპია, თვლის, რომ გუნდის ამჟამინდელი ლიდერი ვირჯილ ვან დაიკია. შეგახსენებთ, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბექჰემს მბაპეს აგენტობა სურს

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, დევიდ ბექჰემმა ლონდონში ახალი კომპანია ‘Footwork Management’ დაარსა. კომპანიის ერთ-ერთი საქმიანობა ტრანსფერებზე ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პატივისცემა – უკრაინელი და ლიეტუველი ფანები მატჩის მიმდინარეობისას (ვიდეო)

11 ოქტომბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უკრაინის ნაკრებმა ხარკოვში ლიეტუვას უმასპინძლა და მეტოქე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვან დერ სარი “მანჩესტერ იუნაიტედში” მუშაობით ინტერესდება

ამსტერდამის “აიაქსის” გენერალური დირექტორი, ედვინ ვან დერ სარი, არ უარყოფს, რომ მომავალში “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სტივენ ჯერარდი და მისი შვილი “აიბროქსზე” (ვიდეო)

12 ოქტომბერს, შოტლანდიაში, “აიბროქსზე” “რეინჯერსისა” და “ლივერპულის” ლეგენდებს შორის მატჩი გაიმართა. მატჩის დასრულ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამო არენას” უყვარს ლევან შენგელია – შენგელიას დებიუტი ნაკრებში

საქართველოს ეროვნული ნაკრებში თურქული “კონიასფორის” შემტევის, ლევან შენგელიას დებიუტი შედგა. შენგელიამ 73-ე წუთზე გიორგი ქვილითაია [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

პეპ გვარდიოლამ დაასახელა “მანჩესტერ სიტის” ერთადერთი მოთამაშე, რომელსაც არასოდ

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველი, ფილ ფოდენი კიდევ ერთხელ შეაქო და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა უნგრეთს 4 გოლი გაუტანა

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში უნგრეთის ნაკრებს ესტუმრა და 2-4 მოუგო. […]...
წაკითხვა