პრემიერლიგის პრევიუ
ჩვენი საიტი ტრადიციულად ინგლისი პრემირლიგის მორიგი ტურის პრევიუს გთავაზობთ.
ლივერპული – არსენალი
ლივერპულში გასამართი მატჩი ადგილობრივი გუნდისთვის ერთ-ერთი უკანასკნელი შანსია საჩემპიონო რბოლაში დასაბრუნებლად. როჯერსის შეგირდები, გამარჯვების შემთხვევაში “არსენალთან” ჩამორჩენას ხუთ ქულამდე შეამცირებენ. ლიდერებთან ბრძოლას თავი რომ დავანებოთ, გამარჯვება მერსისაიდელებს მეოთე პოზიციის შესანარჩუნებლადაც სჭირდებათ. თანაქალაქელი “ევერტონი” წითელბს სულ რაღაც ორი ქულით ჩამორჩება, ხოლო “ტოტენჰემი” – სამით.
გასულ ტურში “ლივერპულმა” “ვესტ ბრომვიჩთან” დასანანი ქულები დაკარგა, რაც ძირითადად კოლო ტურეს ბავშვურმა შეცდომამ განაპირობა. გამოცდილმა მცველმა, უწყინარ სიტუაციაში ბურთი ვიქტორ ანიჩებეს ჩააბარა, რომელსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია.
“არსენალისთვის” კი 24-ე ტური იღბლიანი აღმოჩნდა. ვენგერის შეგირდებმა “სიტის” წაფორხილებით ისარგებლეს და “კრისტალ პელსათან” მოგებული მატჩით ლიდერობა დაიბრუნეს, რომლის შენარჩუნებას მოახლოებულ ტურში შეეცდებიან.
მანჩესტერი – ფულემი
მიუხედავად საკმაოდ არასტაბილური სეზონისა, “მანჩესტერ იუნაიტედი” ევროთასების ზონაში მოხვედრის რეალურ შანსს ინარჩნებს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, მოახლოებულ ტურში გამარჯვება დიდი პლიუსი იქნება. უშუალო კონკურენტების ურთიერთშეხვედრის ფონზე, მოიესის შეგირდები აუტსაიდერ “ფულემს” მიიღებენ საკუთარ მოედანზე.
ლონდონური კლუბი “ოლდ ტრაფორდზე” გასამართ შეხვედრას საკმაოდ ცუდ ფორმაში ხვდება. “ფულემმა” პრემიერლიგაში სამმატჩიან წაგებების სერიას, ინგლისის თასზე ქვედალიგელ “შეფილდთან” გავარდნაც დაუმატა.
პრემიერლიგის უკანასკნელი გუნდის დამარცხება წესით და რიგით მოიესს არ უნდა გაუჭირდეს…
ტოტენჰემი – ევერტონი
25-ე ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი ლონდონში, “უაით ჰართ ლეინზე” გაიმართება, სადაც “ტოტენჰემი” “ევერტონს” მიიღებს. ორივე გუნდის მიზანი მეოთხე ადგილის მოპოვებაა. თანაც, ლონდონელებსაც და ლივერპულელებსაც “არსენალის” იმედი აქვთ, რომელიც აღნიშნულ ტურში მათ უშუალო კონკურენტს სტუმრობს.
გასულ ტურში “ტოტენჰემმა” “ჰალ სიტისთან” დაკარგა ქულები, ხოლო “ევერტონმა” საკუთარ მოედანზე “ასტონ ვილა” დაამარცხა, რის შედეგადაც გუნდებმა სატურნირო ცხრილში ადგილები გაცვალეს.
08/02/14
ლივერპული – არსენალი
ასტონ ვილა – ვესტ ჰემი
ჩელსი – ნიუკასლი
კრისტალ პელასი – ვესტ ბრომვიჩი
ნორვიჩი – მანჩესტერ სიტი
საუთჰემპტონი – სტოკ სიტი
სანდერლენდი – ჰალ სიტი
სუონსი – კარდიფი
09/02/14
ტოტენჰემი – ევერტონი
მანჩესტერი – ფულემი