პრემიერლიგის პრევიუ
გასულმა ტურმა ინგლისში მოლოდინი ვერ გაამართლა. გაგრძელდება თუ არა ფავორიტების დამაჯერებელი წინსვლა და აუტსაიდერების ჩავარდა, ამ კითხვებზე პასუხს 27-ტურის მატჩები გასცემენ.
არსენალი – სანდერლენდი
ვენგერის შეგირდებისთვის ყველაზე რთული და უკანასკნელი შედეგებიდან გამომდინარე წარუმატებელი პერიოდი არც თუ ისე წარამტებულად დაიწყო. მართალია, “არსენალმა” სათასო მატჩში “ლივერპულის” დამარცხება შესძლო, მაგრამ მთავარი ბრძოლა მაინც წააგო. საუბარია ჩემპიონთა ლიგის ფარგლებშ “ბაიერნთან” მატჩზე, რომელშიც კარგი სტარტის შემდეგ მასპინძლები გამოუყენებელმა პენალტმა და მეკარის გაძევებამ გატეხა.
“სანდერლენდს” საკმაოდ კარგი პერიოდი აქვს. სათასო დაპირისპირებაში “კატებმა” “საუთჰემპტონის” დამარცხება შესძლეს მანამდე კი, ლიგის თასის ფინალის საგზურიც მოიპოვეს. გუსტავო პოიეტის შეგირდებს არც ჩემპიონატში აქვთ ცუდად საქმე. მართალია, “სანდერლენდი” კვლავ ქვედა ნაწილშია, მაგრამ უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში ისინი მხოლოდ ორჯერ დამარცხდნენ.
მანჩესტერ სიტი – სტოკ სიტი
“სიტის” მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ განაცხადა, რომ ყველა ტურნირის მოგებას აპირებს, სადაც მისი გუნდი მონაწილეობს. თუმცა, შუა კვირაში “ბარსელონასთან” წაგებული მატჩი მის შანსებს საგრძნობლად ამცირებს. ამავე დროს, საშინაო ასპარეზზე “სიტი” საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება და ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მოიაზრება.
რთული მისახვედრი არ არის, რომ მანჩესტერული გუნდისგან განსხვავებით “სტოკ სიტი” განსხვავებულ მიზნებს ისახავს. სიმბოლურია, რომ 2014 წელს სტოკელებმა მხოლოდ ერთი გამარჯვების მოპოვება შესძლეს. მათი მსხვეპრლი “მანჩესტერ იუნაიტედი” გახდა.
ჩელსი – ევერტონი
“ნიუკასლთან” მოპოვებული იოლი გამარჯვების შემდეგ “ჩელსი” ევროთასების მოლოდინში მყოფ “სიტის” ესტუმრა და იქიდანაც 3 ქულა წამოიღო. მოურინიოს შეგირდებს ჩემპიონთა ლიგაში ჩაბმა შემდეგ კვირაში უწევთ შესაბამისად “ევერტონთან” მატჩის დროს ფიქრები მომავალ დაპირისპირებაზეც იქნება.
რობერტო მარტინესის გუნდზე საუბრისას კი ერთი ფაქტია აღსანიშნავი. “ლივერპულთან” მარცხამდე “ევერტონს” საკმაოდ კარგი სტატისტიკა ჰქონდა, თუმცა “ენფილდის” კოშმარის შემდეგ გუნდმა სტაბილურობა დაკარგა, რაც მათ სატურნირო მდგომარეობაზეც აისახა.
22/02/14
ჩელსი – ევერტონი
არსენალი – სანდერლენდი
კარდიფი – ჰალ სიტი
მანჩესტერ სიტი – სტოკ სიტი
ვესტ ბრომვიჩი – ფულემი
ვესტ ჰემი – საუთჰემპტონი
კრისტალ პელასი – მანჩესტერ იუნაიტედი
23/02/14
ლივერპული – სუონსი
ნიუკასლი – ასტონ ვილა
ნორვიჩი – ტოტენჰემი