პრემიერლიგის პრევიუ
ინგლისური გრანდების ევროპულ ასპარეზს კარგი არაფერი მოუტანია. მიმდინარე გათამაშების ლიდერმა “ჩელსიმ” თურქეთში გამარჯვება ვერ მოახერხა. ჩემპიონი “მანჩესტერ იუნაიტედი” კი, საბერძნეთში საერთოდ დამარცხდა. ევროპული ბატალიების შემდეგ, ინგლისური კლუბები საკუთარ ჩემპიონატს უბრუნდებიან.
საუთჰემპტონი – ლივერპული
მაურისიო პოჩეტინოს გუნდი ცხრილის ზედა ნაწილში საკმაოდ დამაჯერებლად განლაგდა და პოზიციების დათმობას არ აპირებს. ბოლო პერიოდში “საუთჰემპტონი” ძალიან კარგად ასპარეზობს. ჩემპიონატში 6 წაუგებელ შეხვედრას გასულ ტურში მარცხი მოჰყვა იქ, სადაც ამას ნაკლებად ელოდნენ.
გასულ ტურში “ენფილდზე” მორიგი სანახაობა შედგე, რომლის შემქმედები “ლივერპულთან” ერთად “სუონსის” ფეხბურთელები იყვნენ. საჩემპიონო რბოლაში დაბრუნებული ბრენდან როჯერსის გუნდისთვის, “სტეიდიუმ ოფ ლაითზე” გასამართი გასვლითი დაპირისპირება უმნიშვნელოვანესი იქნება.
სტოკ სიტი – არსენალი
“მანჩესტერ იუნაიტედის” დამარცხების შემდეგ, “სტოკ სიტი” მეორე მანჩესტერულ კლუბს დაუპირისპირდა. თუმცა, მთელი მანჩესტერის აღება სტოკელებმა ვერ შესაძლეს. უნდა აღინიშნოს, რომ “სტოკს” არც თუ ისე კარგი კალენდარი აქვს. მანჩსტერული კლუბების გარდა, კლუბს ამბციური “საუთჰემპტონი” და “სუონსიც” დაუპირისპირდნენ.
“ბაიერნთან” განცხდილმა მარცხმა ვენგერის გუნდს ჩემპიონატში მორიგი სამი ქულის მოპოვებაში ხელი არ შეუშალა. მეთოფეებმა გასულ ტურში საყვარელი საქმე გაიხსენეს და პრემიერლიგის საშუალო გუნდთან ლამაზი და შედეგიანი ფეხბურთი ითამაშეს. აღსანიშნავია, რომ შარშანდელი სეზონის დარადა, წელსაც სატურნირო ცხრილის მეორე ნახევრის გუნდებთან “არსენალს” საუკეთესო შედეგი აქვს. 15 მატჩიდან ლონდონელებმა 13-ის მოგება მოახერხეს.
ფულემი – ჩელსი
მორიგ ლონდონურ რების “ფულემი” არც თუ ისე კარგ მდგომარეობაში ხვება. რა თქმა უნდა გუნდის სატურნირო მდგომარეობა გვაქვს მხედველობაში, რომლის მიხედვით “ფულემი” კვლავ “ინარჩუნებს” უკანასკნელ პოზიციას. თუმცა, გულშემატკივარს იმედს ახალი მწვრთნელის, ფელიქს მაგათის გამოცდილება და “ჩელსის” გადაღლილობა აძლევს.
მოურინიოს თქმით, თურქულმა ვოიაჟმა მის გუნდს დიდი ძალები წაართვა. შეგახსენებთ, რომ ოთხსაბათს “არისტოკრატებმა” “გალათასარაისთან” გოლები გაცვალეს და ყველაფრის გარკვევა ლონდონურ მატჩამდე გადადეს.
“კრეივენ კოტეჯზე” ვიზიტის წინ, “ჩელსის” მთავარ პრობლემად კვლავ შეტევის ხაზი რჩება.
01/03/14
02/03/14
გადაიდო
სანდერლენდი – ვესტ ბრომვიჩი
მანჩესტერ იუნაიტედი – მანჩესტერ სიტი