პრემიერლიგის პრევიუ
დაძაბულობა პრემიერლიგაში პიკს აღწევს. საჩემპიონო რბოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის.
მანჩესტერ იუნაიტედი – ასტონ ვილა
წარუმატებელი დერბის შემდეგ მოისის მიმართ კრიტიკის ახალი ტალღა აგორდა. “მანჩესტერის” გულშემატკივართა დიდი ნაწილი მენეჯერი გადადგომას მოითხოვს. რთული წარმოსადგენი არ არის, რა მოხდება “ასტონ ვილასთან” უარყოფითი შედეგის შემთხვევაში.
პირველი წრის მატჩი ის იშვიათი შემთხვევა იყო მიმდინარე სეზონში, როდესაც “მანჩესტერმა” მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბდა. “ეშმაკებმა” ბირმინგემში 3-0 გაიმარჯვეს.
ლივერპული – ტოტენჰემი
შესანიშნავ ფორმაში მყოფი “ლივერპული” საკუთარ მოედანზე “ტოტენჰემს” მიიღებს.
“ჩელსისთან” და “არსენალთან” განცდილი ორი მარცხის შემდეგ, შერვუდის გუნდმა გასულ ტურში “სანდერლენდის” დამარცხება მოახერხა და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა ოდნავ გამოისწორა.
ენფილდზე გასამარათ შეხვედრაში “ტოტენჰემს” ადებაიორი და ლამელა ვერ დაეხმარებიან, ხოლო ბრენდან როჯერს ტრავმირებული ხოსე ენრიკე.
არსენალი – მანჩესტერ სიტი
“ჩელსისთან” განცდილი გამანადგურებელი მარცხისგან ჯერ კიდევ შოკში მყოფი “არსენალი” კიდევ ერთ ლიდერს ხვდება. “ემირეითზე” შაბათს “მანჩესტერ სიტი” ჩადის.
პელეგრინის შეგირდები, “ბარსელონასთან” მატჩებს თუ არ ჩავთვლით, საკმაოდ სტაბილურად და დამაჯერებლად გამოიყურებიან. ინგლისში ლიგის ფავორიტებად უმრავლესობა სწორედ “სიტის” მიიჩნევს.
ვენგერის გუნდის ტრავმირებულთა გრძელი სია მძლავრს მანჩესტერლებთან გამარჯვების შანსებს მნიშნველოვნად ამცირებს. თუმცა, ალბათ დროა, რომ მეთოფეებმაც გაისროლონ..
29/03/14
მანჩესტერ იუნაიტედი – ასტონ ვილა
30/03/14
31/03/14