პრემიერლიგის პრევიუ
პრემიერლიგაში საჩემპიონო რბოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის და ამასთან ერთად სულ უფრო და უფრო იძაბება. გთავაზობთ მორიგი ინგლისური ტურის პრევიუს.
მანჩსტერ სიტი – საუთჰემპტონი
პრემიერლისიგ პოტენციური ლიდერი საკუთარ მოედანზე სატურნირო ცხრილის შუა ნაწილში გაჭედილ ტიპიურ გუნდს მიირებს. “საუთჰემპტონის” ცოტა მეტი სტაბილურობა რომ გამოევლინა, ახლა სულ სხვა მიზნებისთვის იბრძოლებდა. მაგრა, რეალობა ახლა ასეთია. პოჩეტინოს გუნდი მერვე პოზიციაზე და ძნელი სავარაუდოა, რომ უფრო მაღლა შესძოს ასვლა.
ამ გუნდების პირველი წრის დაპირისპრება ფრედ, 1:1 დასრულდა.
ვესტ ჰემი – ლივერპული
გათამაშების ლიდერი ლონდონს ეწევევა, სადაც ძალებს ადგილობრივ “ვესტ ჰემთან” მოსინჯავს. როჯერსის გუნდი შესანიშნავი წაუგებელი სერიის შედეგად პირველ პოზიციაზე სრულიად დამსახურებულად აღმოჩნდა.
ბოლო დროს თამაში ლონდონელებმაც გამოასწორეს. ზედიზედ სამი წაგებული მატჩის შემდეგ, სემ ელარდაისის ბიჭებმა ორი შეხვედრის მოგება მოახერხეს, თუმცა მეთერმთმეტე ადგილს მაინც ვერ გასცდნენ.
ცალკე აღსანიშნავია ენდი ქეროლის ფაქტორის. “ლივერპულის” ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და ამავე დროს წარუმატებელი ტრანსფერის მთავარი მოქმედი პირი მერსისაიდული კლუბის კარშს “ვეს ჰემის” ფორმით შეუტევს.
ევერტონი – არსენალი
ტურის ცენტრალურ მატჩს ლივერპულის “ლურჯი მხარე” უმასპინძლებს. “გუდისონ პარკზე” ერთმანეთს “ევერტონი” და “არსენალი” დაუპირისპირდებიან.
“არსენალმა” ბოლოდროინდელი ცუდი შედეგებით იმდენად გაიფუჭა საქმე, რომ მეოთხე პოზიციის დაკარგვაც ემუქრება. “ევერტონის” გამარჯვების შემთხვევაში გუნდებში გუნდებს შორის სხვაობა სულ რაღაც ერთი ქულა გახდება. ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ რობერტო მარტინესის გუნდს ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ასე რომ, გუნდი რომელიც ერთი თვის წინ პრემიერლიგას ლიდერობდა, შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის გარეშეც კი დარჩეს.
05/04/14
ნიუკასლი – მანჩესტერ იუნაიტედი
06/04/14
07/04/14