პრემიერლიგის პრევიუ
მოიესის კიდევ ერთი შანსი, “ევერტონის” მორიგი გამოცდა და ინგლისური ტურის სხვა მატჩების ჩვენს პრევიუში.
მოიესის შანსი
დევიდ მოიესი მძიმე მდგომარეობაშია. გასულ ტურში ყოფილ გუნდთან მარცხის შემდეგ, მისი “მანჩესტერი” მეცხრე ადგილზე აღმოჩნდა სატურნირო ცხრილში, რაც “წითელი ეშმაკებისთვის” კატასტროფული შედეგია. “იუნაიტედი” დღეს “ნიუკასლს” მიიღებს საკუტარ მოედანზე, რომელიც მეშვიდე ადგილზე იმყოფება. გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ორი ქულაა. მოიესის შეგირდები, გამარჯვების შემთხვევაში კვლავ მიუახლოვდებიან მოწინავე ოთხეულს. აი სხვა შედეგი კი, უკვე სერიოზულად შეარყევს მოიესის პოზიციებს.
“მანჩესტერელებს” დღეს ტრავმის გამო კერიკი და ფლეტჩერი, ხოლო დისკვალიფიკაციის გამო უეინ რუნი დააკლდებიან. სტუმრებს კი, პაპის სისე ყავთ ტრავმირებული.
“ევერტონის” მორიგი გამოცდა
თუ “ევერტონის” დღესაც დადებით შედეგს მიაღწევს, ეს უკვე საკმაოდ სერიოზული განაცხადი იქნება მოწინავე ოთხეულში შესასველად. ლივერპულელები მშევნიერ სეზონს ატარებენ, რაც გასულ ტურში “ოლდ ტრაფორდზე” გამარჯვებითაც დაადასტურეს. თუმცა, პრემიერლიგის მეთხუთმეტე ტურში მათ გათამაშების ლიდერები მასპინძობენ. “არსენალი” წელს შეუდერებელია. ვენგერმა მრავალწლიანი მუშაობის შედეგად, ჩამოაყალიბა ის ბირთვის, რომელსაც მაღალი მიზნებისათვის ბრძოლა შეუძლია. ეს საკმაოდ საინტერესო მატჩი 8 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე აიღებს სტარს. მასპინძლებს ტრავმების გამო პოდოლსკი, დიაბი და ოქსლეიდ ჩემბერლეინი დააკლდებიან, ხოლო “ევეტრონს” ბეინსი, გიბსონი და კონე.
07/12/13
მანჩესტერი – ნიუკასლი
კრისტალ პელასი – კარდიფ სიტი
ლივერპული – ვესტ ჰემი
საუთჰემპტონი – მანჩესტერ სიტი
სტოუკ სიტი – ჩელსი
ვესტ ბრომვიჩი – ნორვიჩი
სანდერლენდი – ტოტენჰემი
08/12/13
ფულემი – ასტონ ვილა
არსენალი – ევერტონი
10/12/13
სუონსი – ჰალ სიტი