პრემიერლიგის პრევიუ
პრემიერლიგის დასრულებამდე ოთხი ტური რჩება და საჩემპიონო რბოლაც კულმინაცას აღწევს. ტიტულის მაძიებლებს 35-ე ტურის მატჩებში შედარებით იოლ მეტოქეებთან მოუწევთ დაპირისპირება.
ჩელსი – სანდერლენდი
ლონდონის “ჩელსი” “სტემფორდ ბრიჯზე” მიმდინარე გათამაშების ყველაზე სუსტ გუნდს, “სანდერლენდს” მიიღებს. “კატებს” საშინელი პერიოდი აქვთ. პოიეტის გუნდი უკვე მეათე თამაშია ვერ იგებს. მეტიც, ამ ათი მატჩიდან “სანდერლენდმა” მხოლოდ ორჯერ ითამაშა ფრე, დანარჩენი მატჩები კი, წააგო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი ფრე “მანჩესტერ სიტისთან” გასვლით შეხვედრაში დაფიქსირდა.
“ჩელსი” კი სეზონოს ბოლოს საკმაოდ დამაჯერებლად ასპარეზობს და ტიტულის ერთ-ერთ მთავარი ფავორიტიც არის. მოურინიოს გუნდი “ლივერპულს” სულ რაღაც ორი ქულით ჩამორჩება.
ნორვიჩი – ლივერპული
გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი ნორვიჩს ეწვევა და გათამაშების აუტსაიდერთან დაგეგმილი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. როჯერსის შეგირდების მიზანი მარტივია. დარჩეინლი ოთხი მატჩის მოგება ჩემპიონობას უდრის. ოთხმატჩიანი ფინალური სერია კი სწორედ “ნორვიჩთან” იწყება, რომელსაც არც თუ ისე კარგი პერიოდი აქვს.
ადამსის გუნდმა ზედიზედ სამი თამაში წააგო. გასულ ტურში კი, მთავარ კონკურენტ “ფულემთანაც” დამარცხდა, რაც “ნორვიჩის” საქმეს მნიშვნელოვნად ართულებს.
მანჩესტერ სიტი – ვესტ ბრომვიჩი
ლიდერის და აუტსაიდერის შეხვედრის თემას ტურში “მანჩესტერ სიტი” აგრძელებს. მიდუიქში “სანდერლენდთან” ფრის შემდეგ “სიტის” საჩემპიონო შანსებმა იკლო. პელეგრინის შეგირდები ახლა უკვე მეტოქეების თამაშებზე არიან დამოკიდებულები. თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ “ქალაქელებს” კიდევ ერთი მატჩი აქვთ თადარიგში, რომლის მოგების შემთხვევაში ცხრილში ვითარება კიდევ უფრო მეტად დაიძაბება.
19/04/14
20/04/14
ევერტონი – მანჩესტერ იუნაიტედი
21/04/14