პრემიერლიგის პრევიუ
ინგლისური პრმიერლიგის 36-ე ტურის და ჩემპიონატის ცენტრალური შეხვედრა “ენფილდზე” გაიმართება, სადაც ერმთმანეთს ლიდერები შეხვდებიან.
ლივერპული – ჩელსი
ენფილზე გასამართი შეხვედრა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. “ლივერპული” მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ “ჩელსის” მასპინძლობს. ლონდონელებს ტრამვები და დისკვალიფიკაციები მოეძალათ. გარდა ამისა, “ატლეტიკოასთან” გასამართი განმეორებითი მატჩის წინ ჟოზე მოურინიო დიდი ალბათობით რამდენიმე წამყვან მოთამაშეს მისცემს დასვენების საშუალებას, რაც როჯერსის გუნდის არც თუ ისე მცირე შანსებს კიდევ უფრო ზრდის.
“ლივერპულის” და “ჩელსის” დაპირისპირებას კვირას, 27 აპრილს 17:00 საათზე დაიწყება და მას მარტინ ატკინსონი განსჯის.
კრისტალ პალასი – მანჩსტერ სიტი
უშუალო კონკურენტების დაპირისპირების ფონზე ტიტულის კიდევ ერთი მაძიებელი “მანჩესტერ სიტი” ლონდონს ეწვევა და “კრისტალ პელასთან” გაარკვევს ურთიერთობას.
მასპინძლებს საკმაოდ კარგი სერია აქვთ, რაც მათ სატურნირო მდგომარეობაზეც აისახა. ზედიზედ ხუთი მოგებული მატჩი და პროგრესი მეთერთმეტე საფეხუამდე სატურნირო ცხრილში, რაც პრემიერლიგაში ადგილის შენარჩნებას ნიშნავს.
“სიტიმ” გასულ ტურამდე ორი მნიშნველოვანი მატჩი ჩააგო და საჩემპიონო შანსები საგრძნობლად შეამცირა. თუმცა, მანჩესტერში ბრძოლას ბოლომდე აპირებენ.
არსენალი – ნიუკასლი
ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად მებრძოლი “არსენალი” საკუთარ მოედანზე “ნიუკასლს” უმასპინძლებს.
ნიუკასლელებს სეზონის ფინიში ჩაუვარდად. ზედიზედ ხუთი წაგებული შეხვედრის შედეგად გუნდი ცხრილის შუაში აღმოჩნდა, საიდანაც ბოლო ტურებში ვეღარ “გამოძვრება”. არადა სეზონის სტარტი “ნიუკასლს” საკმაოდ ნორმალური ჰქონდა. მსგავსია “არსენალის” ბედი. ვენგერის გუნდი დიდი ხნის მანძილზე ლიდერობდა პრემირლიგას, თუმცა ჩავარდნის შედეგად “მეთოფეები” მეოთხე პოზიციაზე აღმოჩნდნენ, რომელზეც “ევერტონთან” კონკურენციის გამო თავს კომფორტულად ვერ გრძნობენ.
26/04/14
27/04/14
კრისტალ პელასი – მანჩესტერ სიტი
28/04/14