პრემიერლიგის პრევიუ
ინგლისური პრემიერლიგის დასრულებამდე ორი ტური რჩება. ჩემპიონობის რეალური შანსი კი, სამ გუნდს აქვს. სამივე ლიდერს 37-ე ტურში საინტერესო მატჩი ელის.
ჩელსი – ნორვიჩი
ჩემპიონობის ყველაზე მცირე შანსის მქონეს “ჩელსის” მოახლოებულ ტურში ყველაზე იოლი მეტოქე ერგო. ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ ლონდონელები პრემირლიგის მოგებას იმედოვნებენ, რისთვისაც “ნორვიჩის” დამარცება აუცილებლელია.
თუმცა, ქულები ნორვიჩელებსაც სჭირდებათ. ადამსის გუნდი პრემიერლიგიდან გავარდნის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია და “არისტოკრატებთან” მარცხის შემთხვევაში “ნორვიჩი” საქმეს ძალიან გაირთულებს.
კრისტალ პელასი – ლივერპული
გათამაშების ლიდერი ლონდონს ესტუმრება, სადაც ადგილობრივ “კრისტალ პელასთან” გაარკვევს ურთიერთობას. მასპინძლების მოგებათა 5-მატჩიანი სერია გასულ ტურში, “მანჩესტერ სიტისთან” მარცხით დასრულდა. საინტერესოა, მოახერხებენ თუ არა ლონდონელები ჩემპინობის სხვა მაძიებელთან ქულების აღებას.
როჯერსის გუნდმა გასულ ტურში მარცხით საქმე ძალიან გაირთულა. “ლივერპულის” ბედი მხოლოდ საკუთარ შედეგებზე არ არის დამოკიდებული.
ევერტონი – მანჩესტერ სიტი
ამ მატჩის შედეგი უშუალოდ მონაწილე გუნდების გარდა კიდევ ერთ ლივერპულურ გუნდს აინტერესებს. “წითლები” იმედოვნებენ, რომ თანაქალაქელი “ევეროტნი” სიტის ქულებს აართემვს. სხვათა შორის არც თუ ისე უსაფუძვლოდ.ამ გუნდების უკანასკნელ 7 მატჩში მანჩესტერელებმა გამარჯვების მოპოვება მხოლოდ 2-ჯერ მოახერხეს.
გარდა ამისა “ევერტონი” მიმდინარე სეზონშ საკუთარ მოედანზე პრაქტიკულად დაუმარცხებელია. “გუდისონ პარზე” მარტინესის შეგირდები მხოლოდ ორჯერ დამარცხდნენ.
03/05/14
მანჩესტერ იუნაიტედი – სანდერლენდი
04/05/14
05/05/14