პრემიერლიგის პრევიუ
ორი სუპერმატჩი ლონდონში, რუნის დაბრუნდება და ჯერარდის ტრავმა პრემიერლიგის მეთექვსმეტე ტურის პრევიუში.
სამაგალითო მასპინძლები და სახიფათო სტუმრები
„სიტის“ და „არსენალის“ დაპირისპირება აროსოდეს არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული პრინციპულობით. „სიტის“ გამდიდრებას „არსენალის“ კრიზისი დაემთხვა და განსაკუთრებული კონკურენციაც ამ გუნდებს შორის არ შედგა. ერთადერთი, რაშიც შეიძლებოდა ამ გუნდების დაპირისპირება – საფეხბურთო სტრატეგია, განსხვავებული ხედვაა.
მაგრამ წელს ლონდონელებმა როგორც იქნა დაძლიეს უსიამოვნო პერიოდი და კვლავ დაიბრუნეს მოწინავე პოზიციები. „არსენალი“ პრემიერლიგის აშკარა ფავორიტია იმ თამაშით, რასაც ვენგერის შეგირდები აჩვენებენ, ხოლო „სიტი“ ფავორიტია თავისი შემადგენლობით. გუნდში უმრავი ვარსკვლავია, რომლებიც ჯერ-ჯერობით იმ დონეზე ვერ თამაშობენ, რაც გულშემატკივარს და კლუბის ხელმძღვანელობას უნდა.
„სიტის“ უპირატესობა რა თქმა უნდა „ეტიჰადია“. მანჩესტერელები წელს საშინაო შეხვედრებს შესანიშნავად ატარებენ. უკანასკნელ სამ საშინაო შეხვედრაში გუნდმა 15 გოლი გაიტანა და ამავე დროს კარი მშრალად შეინახა. თუმცა, „არსენალი“პრმიერლიგის საუკეთესო გუნდია სტუმრად ჩატარებული შეხვედრების მიხედვიდ. სწორედ ეს არის ამ მატჩის მთავარი ინტრიგა.
„ტოტენჰემთან“ ჯერარდის გარეშე
„ლივერპულის“ და „ტოტენჰემის“ შესაძლებლობეს დაახლოებით ერთნაირად აფასებენ. არავის გაუკვირდება, თუ ეს კლუბები ლიდერთა შორის სეზონის ბოლომდე დარჩებიან, მაგრამ სიურპრიზი არც ის იქნება თუ ისინი საჩემპიონო მარათონს მალევე გამოეთიშებიან.
თემა, რომელიც აქტიურად განიხილება „უაით ჰართ ლეინზე“ გასამართი მატჩის წინ -სუარესის ფაქტორია. აქ ახალი არაფერია, ურუგვაელის ხილვა საკუთარ შემადგენლობაში ბევრ ინგლისურ კლუბს სურს. მაგრამ, რა თქმა უნდა კარგი შემტევი ყველაზე მეტად „ჩელსის“ და „ტოტენჰემს“ სჭირდება. ვილაშ-ბოაშმა საკმაო დრო მისცა თავის გამოსაჩენად რობერტო სოლდადოს. რომელიც, ლონდონელების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია, თუმცა მისი შედეგებიანობიდან გამომდინარე პორტუგალიელმა სპეციალისტმა უკანასკნელ ორ შეხვედრაში ჯერმენ დეფოს ენდო. ინგლისელს ამ შეხვედრებში არ გაუტანია, თუმცა საკმაოდ მწვავედ მოქმედებდა.
სოლდადომ კი ევროპა ლიგაზე გაისროლა. ესპანელმა „ანჟის“ პრაქტიკულად იმდენივე ბურთი გაუტანა, რამდენიც მთელი სეზონის განმავლობაში შეაგდო. „ტოტენჰემმა“ მისი ჰეტ-ტრიკის წყალობით მოიგო.
თუმცა ფაქტია, ვინც არ უნდა გამოვიდეს „ტოტენჰემის“ ძირითადში „ლივერპულის“ წინააღმდეგ, სუარესზე მეტ პრობლემას მეტოქეს ვერ შეუქმნის. ურუგვაელის დონის ფორვარდი კი კარგია, მაგრამ „ლივერპული“ შეხვედრას დიდი დანაკლისით ხვდება. ლონდონში ბოლო დროს შესანიშნავ ფორმაში მყოფი სტივენ ჯერარდი ვერ ითამაშებს. სავარაუდოდ სტივენს მოედანზე იანვრამდე ვერ ვიხილავთ.
14/12/13
მანჩესტერ სიტი – არსენალი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=168
კარდიფი – ვესტ ბრომვიჩი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=164
ჩელსი – კრისტალ პელასი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=165
ევერტონი – ფულემი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=166
ნიუკასლი – საუთჰემპტონი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=169
ვესტ ჰემი – სანდერლენდი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=172
ჰალ სიტი – სტოუკი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=167
15/12/13
ასტონ ვილა – მანჩესტერ იუნაიტედი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=163
ნორვიჩ სიტი – სუონსი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=170
ტოტენჰემი – ლივერპული
გამოიცან შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=171