პრემიერლიგის პრევიუ
საჩემპიონო რბოლა ინგლისში საკმაოდ დაზაბულად მიმდინარეობს. გუნდები შორის სხვაობა მინიმალურია და ნებისმიერი შეცდომა შესძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. Fanebi.com მორიგი ტურის პრევიუს გთავაზობთ.
არსენალი – ფულემი
აღსანიშნავია, რომ “არსენალს” საკადრო პრობლემები ვერაფერს ვერ აკლებს. მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად გუნდი ლიდერებს კარგავს, ეს შედეგებზე არისახება და ლონდონელები აგრძელებენ სატურნირო ცხრილის ლიდერობას. თუმცა, ლიდერობა დამაჯერებელი ნამდვილად არ არის. პატარა წაფორხილებით აუცილებლად ისარგებლებს ერთ-ერთი მდევარი. “ფულემთან” ვენგერს აარონ რემსი, მიკელ არტეტა და თეო უოლკოტი ვერ დაეხმარებიან.
მიმდინარე სეზონში “ფულემს” პრობლემები ნამდვილად აქვს. საქმე იმაშია, რომ გუნდი ძალიან ბევრ გოლს უშვებს საკუთარ კარში და ამავე დროს შედეგიანობის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგი აქვს პრემიერლიგაში.
ლივერპული – ასტონ ვილა
გასულ ტურში “ლივერპულმა” “სტოკთან” საკმაოდ დრამატულ შეხვედრაში გაიმარჯვა. სწორედ ამ მატჩი მოხდა სტარიჯის მოედანზე დაბრუნება, თანაც საკმაოდ შედეგიანი. ფორვარდმა ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა და გოლის გატანაც მოახერხა. სწორედ ეს შედეგიანი დარტყმა აღმოჩნდა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვების საწინდარი.
“ასტონ ვილას” მიმდინარე სატურნირო მდგომარეობა უკეთესის სურვილს ტოვებს. გუნდი სატურნირო ცხრილის ცენტრშია, მაგრამ 2-3 მარცხი და ბირმინგემელები შესაძლოა სახიფათო ზონაში აღმოჩნდნენ. თუმცა, სავარაუდოდ “ასტონ ვილას” ეს არ ემუქრება, ვინაიდან პოლ ლამბერტის შეგირდები საკმაოდ სტაბილურად თამაშობენ.
ჩელსი – მანჩესტერ იუნაიტედი
“სტემფორდ ბრიჯზე” გასამართ ცენტრალურ შეხვედრას “ჩელსი” ფავორიტის სტატუსით ხვდება. რამოდენიმე დღის წინ ლონდონელება “ბენფიკას” ფეხბურთელი, ნემანია მატიჩი შეიძინეს და მოურინიოს აზრით ყველაზე პრობლემურო, ცენტრალური ნახევარმცველის პოზიცია გააძლიერეს.
გასულ ტურში “მანჩესტერელებმა” “სუონსი” დაამარცხეს და რევანშიც აიღეს სათასო დაპირისპირებაში მარცხის გამო. რაც ყველაზე სასიამოვნოა, მანჩესტერელებმა მეტოქის დამარცხება საკმაოდ ხარისხიანი ფეხბურთით მოახერხეს.
“ჩელსისთან” გასამართი დაპირისპირების წინ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ “მანჩესტერი” მოედანზე სავარაუდოდ რუნის და ვან პერსის გარეშე გავა, რომლებიც მკურნალობას აგრძელებენ.
18/01/14
სანდერლენდი – საუთჰემპტონი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=230
არსენალი – ფულემი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=223
კრისტალ პელასი – სტოკი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=225
სიტი – კარდიფი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=227
ნორვიჩი – ჰალი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=231
ვესტ ჰემი – ნიუკასლი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=234
ლივერპული – ასტონ ვილა
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=226
19/01/14
სუონსი – ტოტენჰემი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=232
ჩელსი – მანჩესტერი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=224
21/01/14
ვესტ ბრომვიჩი – ევერტონი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=233