პრემიერლიგის სექტემბრის თვის საუკეთესონი დასახელდნენ
ინგლისის პრემიერლიგის სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი დაასახელეს.
თვის საუკეთესო მოთამაშედ “ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავდამსხმელი ჰარი კეინი დასახელდა. შეგახსენებთ, რომ “დეზებმა” სექტემბერში ჩატარებული ოთხი მატჩიდან სამი გამარჯვებით, ერთი კი ფრედ დაასრულეს. ინგლისელმა ფეხბურთელმა სექტემბრის შეხვედრებში ექვსი გოლი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ კეინი ამ ჯილდოს მფლობელი მეხუთედ გახდა. ის ამ მაჩვენებლით უეინ რუნისთან ერთად პრემიერლიგის მოქმედ ფეხბურთელებს შორის რეკორდსმენია.
სექტემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად “მანჩესტერ სიტის” თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა დასახელდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა სექტემბერში ოთხიდან ოთხი მატჩი მოიგო, გაიტანა 17 და მიიღო 0 გოლი: “ქალაქელებმა” “ლივერპული” (5:0), “უოტფორდი” (6:0), “კრისტალ პალასი” (5:0) და “ჩელსი” (1:0) დაამარცხეს.