პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი და ასისტენტი
ინგლისის პრემიერლიგის 2014/15 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი სერხიო აგუერო გახდა.
არგენტინელმა ფეხბურთელმა 33 მატჩში 26 გოლის გატანა მოახერხა. მეორე ადგილზე 21 გოლით “ტოტენჰემ ჰოთსპურის” ფორვარდი გარი კეინი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელმა დიეგო კოსტამ დაიკავა, რომელმაც 20 გოლი გაიტანა.
პრემიერლიგის საუკეთესო ასისტენტი “ჩელსის” ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი გახდა.
ესპანელმა ფეხბურთელმა ჩემპიონატის მიმდინარეობისას 18 საგოლე გადაცემა გააკეთა. საუკეთესო ასისტენტების სიაში მეორე ადგილზე “არსენალის” ნახევარმცველი სანტი კასორლა გავიდა, რომელმაც 11 შედეგიანი პასი გააკეთა. მესამე-მეოთხე-მეხუთე ადგილები 10-10 საგოლე გადაცემით ანხელ დი მარიამ (“მანჩესტერ იუნაიტედი”), კრის ბრანტმა (“ვესტ ბრომვიჩი”) და გილფი სიგურდსონმა (“სუონსი სიტი”) დაიკავეს.