პრემიერლიგის წლის სიმბოლური გუნდი
პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. წლის გუნდში ყველაზე ჭარბად ლონდონის „ჩელსისა“ და „ლივერპულის“ ფეხბურთელები მოხვდნენ.
პრემიერლიგის წლის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე: პეტრ ჩეხი;
მცველები: შეიმუს კოულმენი, გარი კეჰილი, ვენსან კომპანი, ლიუკ შოუ;
ნახევარმცველები: ადამ ლალანა, სტივენ ჯერარდი, იაია ტურე, ედენ აზარი;
თავდამსხმელები: დანიელ სტარიჯი, ლუის სუარესი.
ბექა დოგრაშვილი