პრევიუ: ალჟირი – რუსეთი
ალჟირი და რუსეთი 1/8-ფინალისთვის იბრძოლებენ.
კორეის დამარცხების შემდეგ ალჟირს ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი გაუჩნდა. მეორე ადგილზე გასასვლელად ჰალიჰოჯიჩის შეგირდებს ფრეც ჰყოფნით.
რუსეთის ნაკრებს გოლის გატანა სჭირდება. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსები პირველივე წუთებიდან დიდი ძალებით შეუტევენ. ალჟირის კოზირი სწორედ კონტრშეტევებზე თამაშია. ასე რომ, კაპელო ფრთხილ ტაქტიკას აირჩევს.
გარდა ამისა, იტალიელი სპეციალისტი ბელგიელებთან ჩატარებული მატჩით კმაყოფილი დარჩა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის ნაკრების სასტარტოში რაიმე შეიცვალოს.
შემადგენლობის შეცვლის საბაბი არც ჰალიჰოჯიჩს აქვს. მისმა გუნდმა კორეასთან კარგი, შემტევი ფეხბურთი ითამაშა და მშვენიერი შედეგითაც დაასრულა შეხვედრა.
ალჟირი – რუსეთი
სავარაუდო შემადგენლობები:
ალჟირი: მბოლი – მანდი, ბუგერა, ალიში, მესბა – მეჯანი, ბენტალები – ფეგული, ბრაიმი, ჯაბუ – სლიმანი.
რუსეთი: აკინფეევი – კოზლოვი, ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, კომბაროვი – ფაიზულინი, გლუშაკოვი – სამედოვი, კანუნიკოვი, შატოვი – კოკორინი.
ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე: