პრევიუ: “ბაიერნი” – “ბარსელონა”
ფეხბურთში ყველაფერი ხდება და ეს “ბაიერნმა” წინა ეტაპზეც დაამტკიცა, როცა 1:3-ის შემდეგ შესანიშნავი საშნაო შეხვედრა ჩაატარა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. მაგრამ, მხოლოდ მიუნხენელთა ძალიან ოპტიმისტ გულშემატკივრებს თუ სჯერათ, რომ “ბაიერნი” დღეს ფინალისთვის იბრძოლებს. რა თქმა უნდა “ბაიერნი” ყოველთვის “ბაიერნია”, მაგრამ ამავდროულად “ბარსელონა” – ყოველთვის “ბარსელონაა”.
რამდენიმე დღის წინ “აუგსბურგთან” განცდილი მარცხი “ბაიერნისთვის” ზედიზედ მეოთხე აღმოჩნდა. მიუნხენურ კლუბს დიდი ხანია ასეთი წარუმატებელი პერიოდი არ ჰქონია. ამიტომ, მასპინძლები აუცილებლად იბრძოლებენ დადებითი შედეგებისთვის. თუმცა, არც მიუნხენელთა საკადრო პრობლემები უნდა დავივიწყოთ. თამაშის ხარისხი კი ამ ყველაფრის ფონზე უკეთესის სურვისლ ტოვებს.
პირველი წარუმატებელი მატჩის შემდეგ “ბაიერნის” შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილებაა მოსალოდნელი. პირველივე წუდებიდან შვაინშტაიგერის ნაცლვად მოედანზე გიოტცე გამოვა და მიულერის მსგავსად ფლანგზე ითამშებს, რაც რა თქმა უნდა რობენისა და რიბერის ტრავმებითაა გამოწვეული.
“ბარსელონას” სასატარტოში კი ცვლილებების ალბათობა ფაქტოვრივად არ არსებოს. მოგებულ და თანაც ოპტიმალურ შემადგენლობას როგორც წესი მწვრთნელები არ ცვლიან. ფორმალურად “ბარსა” უკვე ფინალისთვის ემზადება, თუმცა დღევანდელი შეხვედრაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. კატალონიელბის მიზანი მხოლოდ უპირატესობის შენარჩუნება არ იქნება. “ბარსა” როგორც ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
ბაიერნი (0) – (3) ბარსელონა
სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი: ნოიერი – რაფინია, ბენატია, ბოატენგი, ბერნატი – ხაბი ალონსო, ლამი, ტიაგო ალკანტარა – მიულერი, ლევანდოვსკი, გიოტცე
ბარსელონა: ტერ შტეგენი – დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა – რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა – მესი, ნეიმარი, სუარესი