პრევიუ: “ბარსელონა” – “ბაიერნი”
ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალური დღე კატალონიაში გასამართი სუპერ მატჩით გაგვანებივრებს, რომელშიც ერთმანეთის წინააღმდეგ “ბარსელონა” და “ბაიერნი” წარსდგებიან.
მას შემდეგ, რაც სეზონის მეორე ეტაპის სტარტზე, ლეო მესიმ და ლუის ენრიკემ გარკვეული უთანხმოება მოაგვარეს, “ბარსელონას” შესაშური სტაბილურობით ასპარეზობს და მეტოქეებს უშანსოდ ამარცხებს. “ბარსელონამ” ყველა ტურნირში ზედიზედ 16 მატჩის მოგება შეძლო, უკანასკნელ ხუთში კი საკუთარი კარი მშრალად შეინახა. დაცვაში კარგ თამაშთან ერთად მეტოქის გუნდს კატალონიელთა შემტევი ტრიო, ნეიმარი-სუარესი-მესის შემადგენლობით არ ასვენებს. ერთი სიტყვით, “ბარსელონას” ახლანდელი ფორმა იდეალურთანაა მიახლოვებული, რაც მიუნხენელებისთვის დიდ სირთულეს უნდა წარმოადგენდეს.
“ბაირნისთვის” სეზონის დასკვნით ნაწილი უკეთესის სურვილს ტოვებს. გარდა იმისა, რომ გუნდის თამაში ხარისხი ბოლო პერიოდში ძალიან დაეცა, მიუნხენელთა მდგოამრეობას გუნდში ტრავმების ეპიდემიაც ართულებს. მართალია, ბოლო დროს ლაზარეთი ნელ-ნელა იცლება, მაგრამ რიბერისა და რობენის არყოფნა უკვე დიდ პრობლემას წარმოადგენს და “ბაიერნს” ფრთების გარეშე ტოვებს. თუმცა, მიუნხენელთა მთავარი კოზირი რა თქმა უნდა პეპ გვარდიოლას ფაქტორია. ესპანელი მწვრთნელი კატალონიურ კლუბს და მის ფილოსოფიას ძალიან კარგად იცნობს.
ბარსელონა – ბაიერნი
1.80 3.70 4.65
სავარაუდო შემადგენლობები:
ბარსელონა: ტერ შტეგენი – დანი ალვესი, პიკე, მასკერანო, ალბა – რაკიტიჩი, ბუკსეტსი, ინიესტა – სუარესი, ნეიმარი, მესი
ბაიერნი: ნოიერი – ლამი, ბოატენგი, დანტე, რაფინია – ალონსო, შვანშტაიგერი, გაუდინო – გიოტცე, მიულერი, ლევანდოვსკი