პრევიუ: ბელგია – აშშ
მუნდიალის უკანასკნელ 1/8-ფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ ბელგიისა და აშშ-ს ნაკრებები წარსდგებიან.
ბელგიელებმა ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი დამაჯერებლად მოიგეს. აშშ-მ კი მცირე სენსაცია შესთავაზა გულშემატკივარს და ჯგუფში პორტუგალია და განა ჩატოვა.
ვილომტსი რიგი მიზეზების გამო საკმაოდ აქტიურად მიმართავდა როტაციას. ბოლო ტურში კი ბელგიელებმა ლიდერებს დასვენების საშუალება მისცეს. დღევანდელ შეხვედრაში გამორიცხულაი დისკვალიფიცირებული დეფურის თამაში. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მცირე პრობლემები აქვთ კომპანის და ვერმალენს. ბევრი კითხვაა ნახევარდაცვის ხაზთან დაკავშირებით, სადაც ძირითადში ადგილი მხოლოდ აზარს აქვს გარანტირებული.
კლინსმანი ყოველთვის მინიმალურ ცვლილებებს მიმართავდა, თუმცა აღნიშნული ცვლილებები გუნდის ტაქტიკაზე აისახებოდა. ალტიდორის ტრავმის შემდეგ ცენრფორვარდის პოზიციაზე კლინტ დემპსი მოქმედებდა. თუმცა, ამერიკელთა ფორვარდი უკვე მწყობრშია, მაგრამ იმის ალბათობა, რომ ის დღეს ძირითადში დაიყებს ძალიან მცირეა.
სავარაუდო შემადგენლობები:
ბელგია: კურტუა – ალდერვეირელდი, ვან ბუიტენი, კომპანი, ვერტონგენი – ვიტსელი, ფელაინი – მერტენსი, დე ბრეინე, აზარი – ორიჯი.
აშშ: ჰოვარდი – ჯონსონი, გონსალესი, ბესლერი, ბიზლი – ბეკერმანი – ზუსი, ჯონსი, ბრედლი, ბედოია – დემპსი.
ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე: