პრევიუ: ბრაზილია-ხორვატია
ნეიმარი სრნას წინააღმდეგ, ოლიჩი მანჯუკიჩის ნაცვლად და მუნდაილის გახსნითი მატჩის სხვა ინტრიგები.
1950 წლის შემდეგ ბრაზილიაში მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ბრუნდება. პირველ შეხვედრაში ერთმანეთის წინააღმდეგ ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებები წარსდგებიან.
გახსნითი მატჩი მართლაც საინტერესო უნდა გამოდგეს. ტურნირის მთავარი ფავორიტი ქვეჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტს ეთამაშება. რა თქმა უნდა, ექსპერტები და გულშემატკივრები დიდ უპირატესობას მასპინძლებს ანიჭებენ. თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არ არის.
ხორვატების კაპიტანმა დარიო სრნამ განაცხადა, რომ ნეიმარის განეიტრალების ხერხი აღმოაჩინა. საერთოდაც უნდა ითქვას, რომ ნიკო კოვაჩს საკმაოდ ძლიერი კოლექტივი ჰყავს, რომელსაც ნებისმიერი გუნდისთვის შეუძლია პრობლემების შექმნა.
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც შესაძლოა ბრაზილიელების თამაშზე უარყოფითად აისახოს საშეჯიბრო პრაქტიკის არქონაა. ბრაზილიელები ბოლო წლებში მხოლოდ ამხანაგური მატჩებით შემოიფარგლებოდნენ, რაც ოფიციალურ მატჩს ვერ შეედრება. საკუთარი მაყურებლის წინ კი ფსიქოლოგიური ზეწოლა დიდი იქნება, თუმცა ბრაზილიელი გულშემატკივრების არმია საყვარელ გუნდს ბოლომდე დაუჭერს მხარს.
ხორვატიის ნაკრები დღევანდელ მატჩს საკადრო პრობლემებით ხვდება. უკანასკნელ შესარჩევ მატჩში მარიო მანჯუკიჩმა წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც მუნდიალის სასტარტო შეხვედრას გამოტოვებს. შესძლებს თუ არა ივიცა ოლიჩი მის სრულფასოვან შეცვლას დღეს საღამოს გამოჩნდება.
შეხვედრაში დიდი როლი ნახევარდაცვის თამაშს ექნება. ბრაზილიელებს ამ მხრივ გაცილებით უფრო მრაფალვეროფანი არჩევანი აქვთ. დიდი ალბათოით სკოლარი ტრადიციულ ტრიოს (ოსკარი – პაულინიო – ლუის გუსტავო) ენდობა. თუმცა, არც ფერნანდინიოს ან რამირესის გამოჩენა უნდა გაგვიკვირდეს. მაგრამ, ვინც არ უნდა გამოვიდეს ბრაზილიელთა შუა ხაზში, მას იოლი მატჩი ნამდვილად არ ელის. ხორვატების მთავარი დამრტყმელი ძალა სწროედ მოედნის ცენტრშია კონცენტრირებული. ლუკა მოდრიჩი და ივან რაკიტიჩი შესაბამისად ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის გამარჯვებულები გახდნენ. “ინტერის” ტალანტ მატეო კოვაჩიჩთნა ერთად აღნიშნული დუეტი საკმაოდ ძლიერ ნახევარდაცვას ქმნის.
ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე: