პრევიუ: ბრაზილია – კოლუმბია
მუნდიალის მასპინძლები ნახევარფინალის საგზურისთვის კოლუმბიელებთან იბრძოლებენ.
რომ არა მასპინძლის სტატუსი ბრაზილიის ფავორიტად შერაცხვა საკმაოდ რთული იქნებოდა. სელესაომ 1/4-ფინალის საგზური პირველ რიგში გამართლების ხარჯზე მოიპოვეს. სკოლარის გუნდი არც ჯგუფურ ეტაპზე ბრწყინავდა. რასაც ვერ ვიტყვით კოლუმბიის ნაკრებზე. პეკერმანის შეგირდეებმა ჯგუფური ეტაპი სამი გამარჯვებით, დამაჯერებლად გაიარეს, ხოლო 1/8 ფინლში ურუგვაელების დამარცხება მოახერხეს.
ამ გუნებს შორის გამართული მატჩების სტატისტიკა ბრაზილიელთა უპირატესობაზე მეტყველებს. უკანასკნელად კოლუმბიელებმა ბრაზილიის დამარცხება 1991 წელს მოახერხეს, თუმცა ბოლო ოთხ შეხვედრაში ოთხი ფრე დაფიქსირდა.
პეკერმანისგან განსხვავებით, რომელსაც დღეს ოპტიმალური შემადგენლობა ეყოლება, ლუის ფელიპე სკოლარის საკმაოდ სერიოზული დანაკლისი აქვს. საყრდენი ნახევარმცევლი ლუსი გუსტავო, რომელმაც ოთხივე შეხვედრა სრულად ჩაატარა, დღეს მოედანზე დისკვალიფიკაციი გამო ვერ გავა. ამის გამო, მოედნის ცენტრში მოსალოდნელია ფერნანდინიო-პაულინიოს დუეტის გამოჩენა.
კითხვები იყო ნეიმარის მდგომარეობასთან დაკავშირებითაც, თუმცა ბრაზილიელი ექიმები ირწმუნებიან, რომ სელესაოს 10-იანი მწყობრშია.
სავარაუდო შემადგენლობები:
ბრაზილია: ჟულიო სეზარი – დანი ალვეში, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მარსელო – პაულინიო, ფერნანდინიო, ოსკარი – ჰალკი, ფრედი, ნეიმარი.
კოლუმბია: ოსპინა – სუნიგა, საპატა, იეპესი, არმერო – სანჩესი, აგილარი – კუადრადო, როდრიგესი, მარტინესი – გუტიერესი.
ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე: