პრევიუ: ჩემპიონთა ლიგა
ევროპის სტადიონებზე დღეს ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის აიღებს სტარტს. ორი დღის განმავლობაში პირველი ტურის ფარგლებში გულშემტაკივარს 16 მატჩის ხილვის საშუალება ექნება, საიდანაც რამდენიმე მატჩი მართლაც გამორჩეულია.
პირველ სათამაშო დღეს ყველაზე დიდ ინტერესს დორტმუნდის “ბორუსიას” და ლონდონის “არსენალის” დაპირისპირება იწვევს. ოპტიმალური ფორმამდე ორივე გუნდს ბევრი უკლია. თუმცა, ბუნდესლიგის ბოლო ტურში დორტმუნდელებმა საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. საინტერესოა, რომ აღნიშნული გუნდები გასულ წელსაც ერთ ჯგუფში მოხვდნენ. მაშინ ლონდონელებმა და დორტმნდელებმა გასვლითი გამარჯვებები გაცვალეს.
დღევანდელი დღის კიდევ ერთი მატჩი, რომელიც გულშემატკივართა დიდ ყურადღებას მიიპყრობს, რა თქმა უნდა, მადიდის “რეალის” შეხვედრაა. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს “სამეფო კლუბი” “ბაზელთან” მატჩით გახსნის. “რეალმა” მოახლოებულ შეხვედრამდე ზედიზედ ორი თამაში წააგო. გუნდში პრობლემები რომ არის ფაქტია, თუმცა “ბაზელთან” გამარჯვების მოპოვება ფსიქოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია.
ხვალ გასამართი მატჩებიდან ერთ-ერთი გამორჩეული “ჩელსის” და “შალკეს” დაპირისპირებაა. ინგლისურ-გერმანული წყვილლები საინტერესო მატჩებით ხშირად გვანებივრებენ და იმედია ამ ქვეყნების წარმომადგენლების კიდევ ერთი შეხვედრა მოსაწყენი არ გახდება. “ჩელსიმ” სეზონი საკმაოდ დამაჯერებლად დაიწყო, შესანიშნავ ფორმაშია გუნდის ახალწვეული დიეგო კოშტა. “შალკეზე” კი იგივეს ვერ ვიტყვით. გელზენკირხენელები ჯერჯერობით მოგების გარეშე ასპარეზობენ.
ტურის ცენტრალური დაპირისპირება მიუნხენში შედგება, სადაც კვლავ ინგლსის და გერმანიის წარმომადგენლები გაარკვევენ ურთიერთობას. პეპ გვარდიოლას გუნდს, რომელიც საშინაო ასპარეზზე ტრადიციულად უკონკურენტოა, წლის პირველი სერიოზული გამოცდა ელის. ჩემპიონთა ლიგის სასტარტო ტურში “ბაიერნს” “მანჩესტერ სისი” ესტუმრება.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
16/09/14
იუვენტუსი – მალმიო
1 X 2
1.18 8.00 15.00
ოლიმპიაკოსი – ატლეტიკო
1 X 2
4.05 3.20 2.08
რეალი – ბაზელი
1 X 2
1.17 8.30 15.50
ლივერპული – ლუდოგორეცი
1 X 2
1.25 6.00 13.25
მონაკო – ლევერკუზენი
1 X 2
3.25 3.30 2.32
ბენფიკა – ზენიტი
1 X 2
2.00 3.30 4.20
გალათასარაი – ანდერლეხტი
1 X 2
1.82 3.60 4.80
დორტმუნდი – არსენალი
1 X 2
2.15 3.45 3.50
17/09/14
ბაიერნი – მანჩესტერ სიტი
1 X 2
1.70 3.75 5.25
რომა – ცსკა
1 X 2
1.60 3.75 6.50
ბარსელონა – აპოელი
1 X 2
1.08 11.50 32.00
აიაქსი – პსჟ
1 X 2
5.05 3.55 1.77
ჩელსი – შალკე
1 X 2
1.35 5.00 9.60
მარიბორი – სპორტინგი
1 X 2
4.05 3.30 2.05
პორტო – ბატე
1 X 2
1.30 5.30 11.00
ბილბაო – შახტარი
1 X 2
2.08 3.30 3.85