პრევიუ: “დნიპრო” – “სევილია”
დღეს, თბილისის დროით 22 საათზე და 45 წუთზე ვარშავაში ევროპის ლიგის ფინალური მატჩი აიღებს სტარტს, რომელშიც ერთმანეთს უკრაინული “დნიპრო” და ესპანური “სევილია” წარსდგებიან.
უკაინელები კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან. რა თქმა უნდა ზოზულიასტან და გუიესთან ერთად “დნიპრო” გაცილებით ძლიერი იქნებოდა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ტურნირის გადამწყვეტი მატჩები გუნდმა მათ გარეშე გადალახა.
მოსალოდნელია, რომ წარმატებული ნახევარფინალური მატჩების შემდეგ მირონ მარკევიჩი გუნდის სასტარტოში ცვლილებეს არ შეიტანს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოედანზე პირველივე წუთებიდან უნდა ველოდოთ ჯაბა კანკავს. ქართველი საყრდენი “ნაპოლისტან” საპასუხო დაპირისპირებაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო.
მსგავის ვითარებაა “სევილიას” ბანაკშიც, სადაც დანაკლისი მნიშვნელვანი არ არის. დანი პარეხა დაახლოებით ერთი თვეა ტრავმირებულია. პრობლემები აქვს მეკარე ბეტუსაც, თუმცა მისი შემცვლელი სერხიო რიკო საკმაოდ ხშირად თამაშობს და სარეზერვო კიპერადაც არ მოიაზრება.
“სევილია” ტურნირის ფაროვიტად ითვლება. გუნდს ევროპის ლიგაზე ასპარეზობის და მისი მოგების უდიდესი გამოცდილეც აქვს.
სავარაუდო შემადგენლბები:
დნიპრო: ბოიკო – ფედეცკი, დუგლასი, ჩერებიაჩკო, ლეო მატოსი – ფედორჩუკი, კანკავა – ლუკევიჩი, როტანი, კონოპლიანკა – სელეზნიოვი
სევილია: სერხიო რიკო – კოკე, კარისუ, კოლოძეიჩაკი, ტრემულინასი – კრიხოვიაკი, მბია – რეიესი, ბანეგა, ვიტოლო – ბაკა