პრევიუ: ეკვადორი – საფრანგეთი
ეკვადორელები გადამწყვეტ მატჩს ჯგუფის ლიდერებთან გამართავენ.
დიდი ანგარიშით მოპოვებული ორი გამარჯვების შემდეგაც კი ფრანგებს ჯგუფიდან გასვლა გარანტირებული არ აქვთ, თუმცა ფაქტობრივად წარმოუდგენელია, რომ ეკვადორელებმა საფრანგეთის განადგურება შესძლონ.
დიდი ალბათობით რეინალდო რუედა მცირე ცვლილებებს შეიტანს საკუთარი გუნდის თამაშში, თუმცა გამოცდილ 4-4-2-ს არ უღალატებს.
ფრანგების ჩატარებულ გასულ მატჩებში გამოჩნდა, რომ დეშამს როტაციის არ ეშინია და თამაშის საშუალებას ყველას აძლევს.
ცვლილებებს დღესაც უნდა ველოდოთ. გუნდის ლიდერებს ალბათ დასვენების საშუალება მიეცემათ. გამორიცხულია კაბაიეს თამაში, რომელიც დისკვალიფიცირბულია. კითხვის ნიშნის ქვეშ არის ტრავმირებული სახოს და ვარანის გამოსვლაც.
სავარაუდო შემადგენლობები:
ეკვადორი: დომინგესი – პადერესი, ერასო, გუაგუა, აიოვი – ა.ვალენსია, მინდა, ნობოა, მონტერო – ე.ვალენსია, კაისედო.
საფრანგეთი: ლიორისი – სანია, კოსიელნი, მანგალა, ევრა – მ.სისოკო, მავუბა, პოგბა – ვალბუენა, რემი, გრიზმანი.
ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე: