პრევიუ: ესპანეთი – ჰოლანდია
მუნდიალის მეორე დღე ფეხბურთის გულშემატკივრებს ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთ ცენტრალურ დაპირისპირებას შესთავაზებს.
4 წლის წინ ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ჰოლანდიელებს დამატებით დროში სძლია. ახალი მუნდიალის მეორე დღეს ჰოლანდიელებს მცირე რევანშის შანსი ეძლევათ.
ამ ნაკრებების დაპირისპირების ისტორია 10 მატჩს ითვლის. ესპანელებმა 5 მოიგეს, ჰოლანდიელებაც – 4. ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.
ესპანეთის ნაკრების წამყვან ძალას 4 წლის წინანდელი შემადგენლობის ლიდერები შეადგენენ. დიდი ალბათობით, ნახევარდაცვის ცენტრი 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩის და 2010 წლის მუნდიალის ფინალის ანალოგი იქნება – ჩავი, ბუკეტსი და ხაბი ალონსო. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ბოლო ამხანაგურ მატჩებში დელ ბოსკემ გარკვეულ ექსპერიმენტებსაც მიმართა.
დაცვაში რამოსის, პიკე და ალბას გამოჩენის პროგრნოზირება შეიძლება. მარჯვენა ფლანგს კი ხუანფრანი ან ასპილიკუეტა ჩაიბარებენ.
შეტევაში დელ ბოსკეს ნამდვილად ფართო არჩევანი და დიდი კონკურენცია აქვს.
ლუი ვან გაალის გუნდი მიმდინარე მუნდიალზე გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების ნაზავით წარსდგება. გამოცდილება განსაკუთრებით შეტევაში იგრძნობა, სადაც მთავარი როლები რობენს, ვან პერსის და სნეიდერს ენიჭებათ.
მოედნის ცენტრში დომინანტი ნაიჯელ დე იონგი იქნება, რომელსაც ზურგს ახალგაზრდა პარტნიორები გაუმაგრებენ.
ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე: