პრევიუ: განა – აშშ
განის და აშშ-ს ნაკრებების მატჩი მსოფლიო ჩემპიონატების სავიზიტო ბარათად იქცა. ეს გუნდები ერთმანეთს უკვე მესამე მუნდიალზე უპირისპირდებიან.
შეხვედრას ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. განა და აშშ ჯგუფის ფავორიტები არ არიან. ამიტომ, სასტარტო შეხვედრაში მოპოვებულ სამ ქულას შესაძლოა უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდეს.
განის ნაკრებმა მუნდიალამდე ბოლო ამხანგარი მატჩი საკმაოდ კარგად ჩაატარა და სამხრეთ კორეის ნაკრების კარში ოთხი უპასუხო გოლის გატანა მოახერხა. შესაძლოა, ამ შეხვედრამ განელთა სასტარტო შემადგენლობაშიც გარკვეული კორექტივები შეიტანოს.
წარმატებული იყო ამერიკელთა მოსამზადებელი ეტაპის ბოლო სამი შეხვედრა.იურგენ კლინსმანი იმდენად დარმწუნებულია საკუთარი გუნდის სიძლიერეში, რომ ერთ-ერთი ლიდერზე, გამოცდილ ლენდონ დონოვანზეც კი თქვა უარი.
კლინსმანი არც განსაკუთრებულ როტაციას მიმართავდა. ის უფრო არსებული ბირთვის შეთამაშებას ცდილობდა და საუკეთესო ვარიანტის ძიებაში იყო, რამაც საბოლოოდ ტაქტიკურად საკმაოდ მრავალფეროვანი გუნდი შექმნა.
ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ შეხვედრაზე: