პრევიუ: გერმანია – არგენტინა
მსოფლიო ჩემპიონის ვინაობას გერმანელები და არგენტინელები გამოავლენენ.
მსოფლიო ჩემპიონატების იტორიაში მესამედ გადამწყვეტ შეხვედრაში ურთიერთობას გერმანია და არგენტინა გაარკვევენ. 1986 წელს ტიტული არგენტინელებმა მოიპოვეს, ხოლო 1990-ში – გერმანიამ. ორივე გუნდისთვის ეს გამარჯვებები უკანასკნელი იყო მსოლიო ჩემპიონატებზე.
გერმანიის ნაკრები მიმდინარე მუნდიალის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მოვლენის მთავარი შემოქმედი იყო. ნახევარფინალში ლიოვის შეგირდებმა მასპინძელ ბრაზილიას რეკორდული ანგარიშით, 7:1 სძლიეს. ასე რომ, ფსიქოლოგიური მზადყოფნის თვალსაზრისით გერმანელებს სოლიდური უპირატესობა აქვთ.
იოაჰიმ ლიოვმა უკანასკნელი ორი შეხვედრა ერთნაირი შემადგენლობით ჩაატარა. დიდი ალბათობით სასტარტო არც დღეს შეიცვლება.
ალეხანდრო საბელას შემადგენლობის შერჩევის მხრივ ვითარება უფრო რთულად აქვს. ტურნირის მსველობისას არგენტინელთა დამრიგებელმა შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება შეიტანა.
დღეს, მოედნის ცენტრში გერმანელთა შეტევების შესაჩერებლად საბელა მძლავრ სამკუთხედს, მასკერანოს, ბილიას და პერესს გამოიყენებს. ძირითადში ლავესის ნაცვლად მოსალოდნელია აგუეროს გამოჩენაც.
სავარაუდო შემადგენლობები:
გერმანია: ნოიერი – ლამი, ბოატენგი, ჰუმელსი, ჰიოვედესი – ხედირა, შვაინშტაიგერი – მიულერი, კროოსი, ოზილი – კლოზე.
არგენტინა: რომერო – საბალეტა, დემიჩელესი, გარაი, როხო – მასკერანო, ბილია, პერესი – მესი – აგუერო, იგუაინი.
ევროპაბეთის კოეფიციენტები ფინალურ მატჩზე: