პრევიუ: ჰოლანდია – არგენტინა
ჰოლანდია და არგენტინა დღეს მეორე ფინალისტის ვინაობას გაარკვევენ.
მიმდინარე ჩემპიონატზე არგენტინა მხოლოდ ლეო მესის თამაშითაა გამორჩეული, რაც ნახევარფინალამდე მოსასვლელად საკმარისი აღმოჩნდა. ფინალში გასვლას არგენტინას ანხელ დი მარიას ტრავმა ურთულებს. ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ “რეალის” ნახევარმცველი ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებს, რაც საბელასთვის რა თქმა უნდა დიდი დანაკლისია. დი მარიას ნაცვლად ძირითადში ენცო პერესის ხილვაა მოსალოდნელი.
არგენტინელთა ბანაკში კარგი ამბებიც არის. მოედანს გამოჯანმრთელებული სერხიო აგუერო უბრუნდება, მაგრამ სასტარტოში მისი გამოჩენა საეჭვოა.
ჰოლანდიას ნახევარფინალამდე საკმაოდ ბევრი ტრავმირებული ყავდა, თუმცა დიდი ალბათობით დღევანელ შეხვედრას ვან გაალი ოპტიმალური შემადგენლობით სეხვდება. თუმცა, ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ ჰოლანდიას მეოთხედფინალში ფიზიკურად საკამაოდ დამღლელი მატჩის გადატანა მოუწიათ.
სასტარტო შემადგენლობები:
ჰოლანდია: სილესენი – დე ვრეი, ვლაარი, მარტინს ინდი – კუიტი, დე გუზმანი, ვეინალდუმი, ბლინდი – სნეიდერი – ვან პერსი, რობენი.
არგენტინა: რომერო – საბალეტა, გარაი, დემიჩელისი, როხო – პერესი, მასკერანო, გაგო – მესი – აგუერო, იგუაინი.
ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე: