პრევიუ: ირლანდია – საქართველო
6 ოქტომბერს რუსეთის 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკავლიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ირლანდიის ეროვნულ გუნდს სტუმრად დაუპირისპირდება.
Fanebi.Com-ი აღნიშნული შეხვედრის პრევიუს გთავაზობთ.
ირლანდია – საქართველო
სტადიონი: “ავივა სთეიდიუმი”
დაწყების დრო: 22:45 საათი, 6 ოქტომბერი
შეხვედრის მთავარი არბიტრი: ტონი შაპრონი
ჩვენმა ნაკრებმა პირველი ტურის შეხვედრა 5 სექტემბერს ჩაატარა “დინამო არენაზე” ავსტრიის წინააღმდეგ და, ანგარიშით, 1-2 დამარცხდა. მიუხედავად დიდი იმედებისა, ისევ წარუმატებლად დავიწყეთ მორიგი საკვალიფიკაციო და ახლა 0 ქულით მეხუთე ადგილზე ვიმყოფებით.
ნაკრები ირლანდიაში არც თუ ისე დიდი დანაკლისით გაემგზავრა. მთლიანობაში, სამი მოთამაშის არყოფნას განვიცდით. პირველ რიგში, გუნდის კაპიტანი, ჯაბა კანკავა უნდა აღვნიშნოთ. ჯაბას უკვე დიდი ხანია ტრავმა აწუხებს და უცნობია, როდის დაბრუნდება იგი. ასევე, დაზიანება აქვს მეორე საყრდენს, ნიკა კვეკვესკირს, რომელიც ლაზარეთში 2 კვირის წინ მოხვდა. კვეკვესკირს მალე ელოდებიან, თუმცა იგი ვერც ირლანდიასთან და ვერც უელსთან ვერ დაიცავს ნაკრების ღირსებას. ბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს ახალგაზრდა შემტევი, გიორგი აბურჯანია. “სევილიას” ქართველ ლეგიონერსაც უკვე დიდი ხანია დაზიანება აქვს.
სხვა მხრივ, ჩვენი ნაკრების მოთამაშეები სრულ მწყობრში არიან.
რაც შეეხება, მოწინააღმდეგეს… ირლანდიამ პირველი შეხვედრა 5 სექტემბერს სერბეთთან სტუმრად ჩაატარა და ერთ ქულის აღება (2-2) მოახერხა.
ირლანდიელებს მნიშვნელოვანი დანაკლისი აქვთ. დარილ მერფმა წვივი დაიზიანა და ქართველებთან დაპირისპირებაში ვერ იქნება. ნახევარმცველი, აიდენ მაკგიდიც ლაზარეთშია – მას მყესი პრობლემა აწუხებს. გარდა ამ ორი ფეხბურთელისა, ირლანდიას ვერ დაეხმარებიან: ენტონ პილკინგტონი, მარკ ვილსონი, ჰარი არტერი და კეირან ვესტვუდი.
საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებები აქადე ერთმანეთს შვიდჯერ დაუპირისპირდნენ; სამწუხაროდ, მეტოქესთან შვიდივეჯერ დავმარცხდით.
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვერკველია, ნავალოვსკი, დაუშვილი, გვილია, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, ანანიძე, მჭედლიძე.
ვლადიმირ ვაისი: “იმედია, წარმატებას მივაღწევთ ხვალინდელ შეხვედრაში, მაგრამ ეს მარტივი არ იქნება. როცა წარსულში სლოვაკეთის ეროვნულ გუნდს ჩავუდექი სათავეში, მაშინაც იგივე სიტუაცია იყო, რაც ახლა ამ ნაკრებშია.”
მიუხედავად დასაწყისში არსებული პრობლემებისა, ჩვენ ვპროგრესირებთ და ვცდილობთ, ყველა ასპექტში განვვითარდეთ. როცა ქართველების მწვრთნელობა შემომთავაზეს, მე ამ გუნდის ბევრ მატჩს ვუყურე, ვნახე წარუმატებლობა, ძალიან ბევრი წაგებული შეხვედრა… მაგრამ დავინახე, რომ საქართველოს ნაკრებში დიდი ტალანტის მქონე ძალიან ბევრი ფეხბურთელია, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია, რათა დიდ წარმატებებს მივაღწიოთ.”
“ჩემი სპორტსმენები უშვებენ შეცდომებს, მაგრამ ჩვენ ყველა ხარვეზზე ვმუშაობთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ. ახლა არ ვიცი რა იქნება, თუმცა მჯერა, რომ ქართულ ფეხბურთს დიდი მომავალი აქვს.”
როი კინი: “საქართველოს ნაკრებთან რთულ თამაშს ველით. ვიცით, რომ გამარჯვების მოპოვება ადვილი არ იქნება, ამიტომ მოედანზე დიდი მოტივაციით უნდა გავიდეთ.
კარგია, რომ შინ ვთამაშობთ, რადგან ბრწყინვალე გულშემატკივრები გვყავს. საქართველოს ნაკრებთან შეხვედრის შემდეგ მოლდოვაში მივემგზავრებით. რთული კვირა გველის, თუმცა ჩვენ გვჯერა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა შეგვიძლია.”