პრევიუ: იტალია – ურუგვაი
დღის ცენტრალურ მატჩში იტალია და ურუგვაი პლეი-ოფის საგზურს გაითამაშებენ.
აღნიშნული შეხვედრის ორივე მონაწილე ტურნირს დიდი იმედევით ხვდებოდა. ურუგვაი და იტალია ნაკრებების დონეზე ტოპ-გუნდებს მიეკუთვნებიან. თუმცა, დღეს ერთ-ერთი მათგანი ჩემპიონატს დაემშვიდობება და სახლში გაემგზავრება.
იტალიური პრესის ცნობით, ურუგვაის წინააღმდეგ პრანდელი ტაქტიკური ცვლილებების განხორციელებას აპირებს. დე როსის ტრავმის გამო, გამორიცხული არ არის, რომ იტალიელები დღეს სამი ცენტრალური მცველით გამოვიდნენ. დაცვით ტრიოს ბარძალი, ბონუჩი და კიელინი შეადგენენ. მთავარი კითხვა ფლანგის მოთამაშეებს ეხება, სადაც პრანდელის საკამოდ ბევრი ვარიანტი აქვს.
ოსკარ ტაბარესი, დიდი ალბათობით, ინგლისის დამარცხების შემდეგ შემადგენლობაში ცვლილებებს არ შეიტანს. თუმცა, გამორიცხული არ არის სასტარტოში ლუგანოს დაბრუნება.
კითხვეი არის ლოდეიროსთან დაკავშირებით. საუკეთესო წლებში მის პოზიციაზე ფორლანი მოქმედებდა, რეზერვში რამირესიც არის, მაგრამ მოედნის ცენტრში მძლავრი, შემტევი “რომბის” შემთხვევაში ლოდეირო ზედმეტი ნამდვილად არ იქნება.
სავარაუდო შემადგენლობები:
იტალია: ბუფონი – ბარძალი, ბონუჩი, კიელინი – კანდრევა, პირლო, ვერატი, მარკიზიონი, დარმიანი – იმობილე, ბალოტელი.
ურუგვაი: მუსლერა – კასერესი, ხიმენესი, გოდინი, პერეირა – გონსალესი, რიოსი, როდრიგესი – ლოდეირო – სუარესი, კავანი.
ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე: