პრევიუ: იუვენტუსი – რეალი
ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა დღეს ტურინში შედგება, სადაც “იუვენტუსი” მადრიდის “რეალს” მიიღებს.
“იუვენტუს” ნახევარფინალურ ეტაპზე 10 წელიწადზე მეტია არ უთამაშია. თუმცა, მასიმილიანი ალეგრის ბიჭებს ამ ნიშნულზე გაჩერება ნამდვილად არ სურთ და ფინალში გასვლასთან ერთად ტურნირის მოგებასაც ისახავენ მიზნად.
“იუვენტუსის” ნებისმიერი მატჩის წინ შემადგენლობის არჩევისას ალეგრი 3-5-2-სა და 4-1-2-1-2-ს შორის კაეთებს არჩევანს. უკანასკნელ პრესკონერენციაზე ტურინელთა თავკაცმა განაცხადა, რომ მისი გუნდი 4 მცველით ითამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ძირითადში არა ბარძალი, არამედ პერეირა გამოვა.
“რეალის” შემადგენლობის მხრივაც ექსპერიმენტებს არ უდნა ველოდიოთ. “ატლეტიკოსთან” მატჩის მსგავსად მოედნის ცენტრში კროოსთან ერთად სერხიო რამოსი ითამაშებს. მადრიდელებს ვერ დაეხმარებიან ტრავმირებული მოდრიჩი და ბენზემა. ფრანგის არყოფნის პირობებში “რეალის” შეტევაში რონალდუ-ბეილის ტანდემის ხილვაა მოსალოდნელი.
ილიარამენდი, ხესე და ჩიჩარიტო კი გუნდის გაძლიერებას სათადარიგოთა სკამიდან ეცდებიან.
სავარაუდო შემადგენლობები:
იუვენტუსი: ბუფონი – ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა – მარკიზიო, პირლო, ვიდალი – პერეირა – მორატა, ტევესი
რეალი: კასილიასი – კარვახალი, ვარანი, პეპე, მარსელო – როდრიგესი, სერხიო რამოსი, კროოსი, ისკო – რონალდუ, ბეილი