პრევიუ: კორეა – ბელგია
შემდეგ ეტაპზე გასასვლელად კორეელებს ჯგუფის ლიდერის დამარცხება სჭირდებათ.
ორი ტურის შემდეგ კორეელები საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. 1/8-ფინალში გასასვლელად აზიელებს ბელგიის დიდი ანგარიშით დამარცხება მართებთ.
მარკ ვილმოტსი გუნდის ლიდერების დასვენებას აპირებს. სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებენ ალდერვეირელდი და ვიტსელი. სავარაუდოდ ბელგიელთა დამრიგებელი ვერმალენსაც გაუფრთხილდება. შეტევაში ლუკაკუს ნაცვლად დივოკ ორიჯის გამოჩენას ელიან.
აღნიშნული გადაადგილებები კორეელების შანსს მცირედით ზრდის. აზიელები ბოლო ტურის შეხვედრას ფაქტობრივად უდანაკარგოდ ხვდებიან.
სავარაუდო შემადგენლობები:
კორეა: ჩონ სონ რენი – ლი იო, ხონ ენ ხო, კიმ ენ გვონი, იუნ სოკ იონი – ლი ჩხონ ენი, ჰან კუკ ენი – კი სონ ენი, პარკ ჩუ ენი, კუ ჩა ჩხოლი – სონ ხინ მინი.
ბელგია: კურტუა – ვენდერ ბორე, ვან ბუიტენი, ლომბერტსი, ვერტონგენი – დემბელე, დეფური – მირალიასი, დე ბრეინე, აზარი – ორიჯი.
ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე: