პრევიუ: ნიგერია – არგენტინა
ნიგერიელებს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ფრეც ჰყოფნით.
დღევანდელი მატჩი 1994 წლიდან ნიგერიისა და არგენტინის მეოთხე შეხვედრა იქნება მუნდიალზე. ყველა წინა დაპირისპირება არგენტინელების გამაჯრვებით დასრულდა, თუმცა ახლა სტივენ კეშის გუნდს მინიმუმ ფრე ესაჭიროება.
პირველ ორ შეხვედრაში ნიგერიელთა შემადგენლობა საკმაოდ განსხვავებული იყო. სავარაუდოდ, კეში ბოსნიელებთან დაყენებულ სასტარტოს მიენდობა, სადაც პირველივე წუთებიდან მოედანზე ოდემვინგე და ბაბატუნდე გამოჩნდნენ, რომლებმაც შეტევაში მნიშვნელოვნად გააძლიერეს ნიგერიელთა თამაში. მოსალოდნელია, ობოაბონას დაბრუნებაც.
ალეხანდრო საბელას გუნდი კი უკვე შემდეგ ეტაპზეა, თუმცა არგენტინელებს დამაჯერებელი თამაში ჯერ არ უჩვენებიათ. ალბისელესტეს ორივე გამარჯვება რთული ბრძოლის შედეგი იყო. ასე რომ, საუკეთესო ვარიანტის ძიებაში მყოფი საბელასგან დღეს როტაცია არ უდნა გაგვიკვირდეს. გამორიცხული არ არის, რომ არგენტინული გუნდის რამდენიმე ლიდერს დასვენების საშუალება მიეცეს.
სავარაუდო შემადგენლობები:
ნიგერია: ენიამა – ემბროუზი, იობო, ობოაბონა, ოშანივა – მიკელი, ონაზი – მუსა, ოდემვინგა, ბაბატუნდე – ემენიკე.
არგენტინა: რომერო – საბალეტა, ფერნანდესი, გარაი, ბასანტა – მასკერანო, გაგო – დი მარია, მესი, ლავეცი – აგუერო.
ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე: