პრევიუ: შვეიცარია – საფრანგეთი
ჯგუფის ლიდერებს გამარჯვების შემთხვევაში პლეი-ოფის საგზურის მოპოვება შეუძლიათ.
ტურნირის დაწყებამდე E ჯგუფის ფავორიტებად სწორედ შვეიცარიის და საფრანგეთის გუნდები მიიჩნეოდნენ. ორივე ნაკრებმა პირველ ტურში გამარჯვება მოიპოვა და 1/8-ფინალში გასასვლელად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.
შვეიცარიას გამარჯვება შეცვლაზე შემოსულმა მეჰმედიმ და სეფეროვიჩმა მოუტანეს. ამიტომ, ფრანგებთან მათ გამოცენას ძირითადში უნდა ველოდოთ. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, ჰიტცველდმა სეფეროვიჩი მეორე ტაიმისთვის შემოინახოს.
საფრანგეთის ნაკრებს საკმაოდ დიდი რეზერვი აქვს, თუმცა ჰონდურასთან იოლი მოგების შემდეგ ცვლილებების ალბათობა საკმაოდ მცირეა.
სავარაუდო შემადგენლობები:
შვეიცარია: ბენალიო – ლიხტშტაინერი, ჯურუ, ვონ ბერგენი, როდრიგესი – ინლერი, ბერამი – შახირი, ჯაკა, მეჰმედი – დრმიჩი.
საფრანგეთი: ლიორისი – დებიუში, ვარანი, სახო, ევრა – მატუიდი, პოგბა, კაბაი – ვალბუენა, გრიზმანი – ბენზემა.
ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე: