პრევიუ: “ტოტენჰემი” “მანჩესტერ სიტის” ახალი სტადიონითა და დიდი ამბიციებით ხვდება

თარიღი: აპრილი 9, 2019

დღეს, 9 აპრილს, საფეხბურთო სამყაროს ქარიზმატული ჩემპიონთა ლიგა უბრუნდება მეოთხედფინალებით – “ლივერპული” საშინაო კედლებში “პორტუს” მიიღებს, თუმცა ჩვენ აქცენტს “ტოტენჰემისა” და “მანჩესტერ სიტის” ინგლისურ დაპირისპირებაზე გავაკეთებთ.

“სპურსისა” და “ქალაქელების” დაპირისპირებაში ბოლო დროს აშკარად მაურისიო პოჩეტინოს შეგირდები იჩაგრებიან. “ტოტენჰემმა” ბოლოს “სიტი” 2016 წელს დაამარცხა. მას შემდეგ ლონდონელებმა “სიტისგან” 10 გოლი და მხოლოდ ერთი ქულა მიიღეს.

საფეხბურთო ექსპერტები გარკვეული მიზეზების გამო ფავორიტად პეპ გვარდიოლას ბიჭებს ასახელებენ, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ “ტოტენჰემი” უდიდესი მოტივაციითა და გენიალური ტაქტიკოსით, მაურისიო პოჩეტინოთი არის შეიარაღებული. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, ახალი სტადიონის ფაქტორიც, რომელიც დღეს ბოლომდე უნდა გაივსოს.


რა თქვეს მწვრთნელებმა?


მაურისიო პოჩეტინო, “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი: “ვფიქრობ, ეს ჩემ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი მატჩი იქნება. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი ჩემთვის უდიდესი რამ არის.

“მანჩესტერ სიტი” ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, არა მხოლოდ ინგლისის. გვინდა, რომ შეხვედრა აგრესიულად დავიწყოთ და დომინანტები ვიყოთ. სიტუაციის ყველანაირი განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად.

ეს სულ რაღაც მეორე მატჩია ჩვენ სატდიონზე. ჩემპიონთა ლიგა უმაღლესი დონეა, სადაც გამარჯვება ძალიან რთულია, თუმცა მჯერა, რომ მოედანზე შექმნილი ატმოსფერო ამის ძალას მოგვცემს.”


ხოსეპ გვარდიოლა, “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი: “რვავე კლუბი, რომელიც ამ ეტაპზე მონაწილეობს, ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის იბრძოლებს. ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ, ვიცით ძლიერი და სუსტი მხარეები.

“ტოტენჰემი” ყოველთვის აგრესიულად თამაშობს. თუ ხვალაც ასეთ ფეხბურთს შემოგვთავაზებენ, ჩვენც აგრესიულ თამაშს დავუპირისპირებთ. ყველა ვარიანტისთვის მზად ვართ.

“ტოტენჰემის” ახალი სტადიონი? ახალი არენა ფანებზე უდიდეს გავლენას იქონიებს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მოედანი ხელს შეგვიშლის.”


როგორ ფორმაში არიან გუნდები?


“მანჩსტერ სიტი” წარმოუდგენელ ფორმაში იმყოფება – 21 მოგება ბოლო 23 მატჩიდან ყველა ტურნირზე. პეპს ფეხი “ნიუკასლთან” მატჩში დაუცდა, რომელიც მინიმალური სხვაობით დათმო. მეორე შეხვედრაში კი ფრედ ითამაშა “ჩელსისთან” (ლიგის თასი, რომელიც პენალტების სერიაში მოიგო).

“ტოტენჰემის” შემთხვევაში კი ყველაფერი საპირისპიროდაა. არც ისე დიდი ხნის წინ, “სპურსი” “სიტისა” და “ლივერპულს” ჩემპიონობას ეცილებოდა, ახლა კი ხუთეულში დარჩენისთვის უფრო იბრძვის – ორი მოგება ბოლო შვიდი შეხვედრიდან (ოთხი წაგება).


ერთმანეთის პირისპირ


  • “ტოტენჰემი” და “მანჩესტერ სიტი” ევროთასებზე ერთმანეთს პირველად ხვდებიან.
  • “სპურსი” მეოთხედფინალურ ეტაპზე ისტორიაში მეორედ გავიდა. “სიტი” ამ ეტაპზე მესამედ ასპარეზობს ბოლო 4 წლის მანძილზე.
  • მიმდინარე სეზონში გუნდები ერთმანეთს ერთხელ შეხვდნენ – “ქალაქელებს” რიად მაჰრეზის გოლმა მოაგებინა.
  • 2010/11 წლების მეოთხედფინალში “ტოტენჰემი” 0:4 და 0:1 დამარცხდა “რეალთან”.
  • “ბორუსიასთან” მოპოვებული გამარჯვება (3:0) პირველი საშინაო მოგება იყო ლონდონური კლუბისთვის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფებში.
  • “სიტი” ბოლოს მეოთხედფინალში “ლივერპულმა” შეაჩერა (1:3, 1:2), მანამდე კი “პსჟ”-ს გასცდა (2:2, 1:0)..
  • მიმდინარე სეზონში, “სიტის” ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩებში ორი ან მეტი გოლი გააქვს.
  • კაილ უოკერი “ტოტენჰემში” ექვსი წელი თამაშობდა, ტრიპიერი კი ცხრა წელი იზრდებოა “სიტის” აკადემიაში.

    ყურადღების ცენტრში


    ვისგან უნდა ველოდოთ გმირობას? პასუხია რაჰიმ სტერლინგი. ინგლისელი ფეხბურთელი საკმაოდ კარგ სეზონს ატარებს. ბოლო ექვს მატჩში მატჩში ნაკრებსა და კლუბში მას 8 + 2 გოლი უგროვდება. რაჰიმი ავანტიურისტი მცველების კოშმარია, რომელთაც შეტევაში გაქცევა უყვართ. ამასთანავე, მას თანაბრად კარგად შეუძლია როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ფლანგის ათვისება.

    ვისი ბრალი იქნება? ტრიპიერის. ტრიპიერი არც ისე კარგად გამოიყურება, როგორც მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას. “რეალსა” და “ბარსელონას” აღარავინ უკავშირებს და მეტიც, პოჩეტინო მისი გაყიდვის მომხრე გახლავთ. ბოლო დროს მას არც წინ წასვლა გამოსდის კარგად და არც დაცვაში დგომა.


    სავარაუდო შემადგენლობები


    ლონდონის “ტოტენჰემი”: ჰუგო ლორისი; ტრიპიერი, ალდერვაირელდი, ვერტონგენი, დენი როუზი; მუსა სისოკო, უინკსი; სონი, ალი, ერიქსენი; ჰარი კეინი.

    “მანჩესტერ სიტი” : ედერსონი; კაილი უოკერი, ნიკლას ოტამენდი, აიმერიკ ლაპორტი, მენდი; კევინ დე ბრუინი, ფერნანდინიო, დავიდ სილვა; რაჰიმ სტერლინგი, კუნ აგუერო, ბერნარდო სილვა.

  • მსგავსი სიახლეები
    ფეხბურთი

    ნეიმარის მძიმე ტრავმა “სენტ-ეტიენთან” მატჩში (ვიდეო)

    Another Injury for Neymar 🤕This one looks scary man🙁💔#Neymar #PSG#Messi #Injury pic.twitter.com/6ibNreYKvl — Iamsoumya07©️ (@iamsoumya07) [&hell...
    წაკითხვა
    ფეხბურთი

    არჩილ ბერიძე: “ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დღეა!”

    ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ ეროვნულ ლიგაში ჩემპიონობის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. “ჩემს ცხოვრებაში ალბათ [&he...
    წაკითხვა
    ფეხბურთი

    ჯანი ინფანტინოს წერილი: “ილია კოკაია დიდი ადამიანი იყო”!

    2021 წლის 26 ნოემბერს ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” მფლობელის ბატონი ილია კოკაიას […]...
    წაკითხვა
    ფეხბურთი

    “ბენფიკას” პრეზიდენტი: “ეს არის შავი ფურცელი პორტუგალიური ფეხბურთის ისტო

    პორტუგალიის ჩემპიონატის მე-12 ტურში “ბენფიკამ” მოედანზე ცხრა ფეხბურთელით გამოსული “ბელენენსეში” არ დაინდო და პირველ ტაიმში [&h...
    წაკითხვა
    ფეხბურთი

    რატომ ჩაიშალა “ბელენენსეშისა” და “ბენფიკას” მატჩი?

    პორტუგალიის ჩემპიონატის მე-12 ტურის მატჩში “ბელენენსეში” საკუთარ კედლებში “ბენფიკას” დაუპირისპირდა. შეხვედრის პირველი ტაიმი სტ...
    წაკითხვა
    ფეხბურთი

    გვარდიოლა: “მინდა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე ვუხელმძღვანელო”

    “მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, პრესასთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სანაკრებო დონეზე სურს […]...
    წაკითხვა
    ფეხბურთი

    ჩავი “ვილიარეალთან” გამარჯვებაზე: “ჩვენთვის ეს ნაკურთხი წყალივითაა, ოქრო

    ლა ლიგის მე-15 ტურში კატალონიის “ბარსელონამ” დაძაბულ ბრძოლაში “ვილიარეალის” დამარცხება შეძლო (1:3). მატჩის შემდეგ ჩავი [&helli...
    წაკითხვა
    ფეხბურთი

    ბექა მიქელთაძემ ავსტრალიაში სადებიუტო გოლი მამის ხსოვნას მიუძღვნა (ფოტო, ვიდეო)

    ავსტრალიის ჩემპიონატის მეორე ტურში “უესტერნ სიდნეი უონდერერსი” საკუთარ მოედანზე “ნიუკასლ ჯეთსს” უპირისპირდება. სტუმართა სასტარ...
    წაკითხვა
    ფეხბურთი

    მიულერი: “ოქროს ბურთი ლევანდოვსკიმ უნდა მოიგოს, წერტილი”

    ოქროს ბურთის 2021 წლის პრიზიორის გამოვლენამდე სულ ცოტაა დარჩენილი. მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა, ტომას მიულერმა, პრესასთან [&hellip...
    წაკითხვა
    ფეხბურთი

    “ბელენენსეში” მოედანზე ცხრა ფეხბურთელით გამოვიდა, მათგან ორი მეკარეა

    ამ წუთებში მიმდინარეობს შეხვედრა პორტუგალიის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ “ბენფიკასა” და აუტსაიდერ “ბელენენსეშს” შორის. როგორც ...
    წაკითხვა
    ფეხბურთი

    “პსჟ” ვინისიუსს წელიწადში 17 მილიონს სთავაზობს

    მადრიდის “რეალი” უკვე წლებია, რაც კილიან მბაპეს ტრანსფერით ინტერესდება. საპასუხოდ “პარი სენ-ჟერემნის” ხელმძღვანელებმა ვინისიუს...
    წაკითხვა
    ფეხბურთი

    “ბაიერნმა” ბუნდესლიგაში გოლების რეკორდი დაამყარა

    მიუნხენის “ბაიერნმა” საშინაო არენაზე “არმინიასთან” დაძაბულ შეხვედრაში შეძლო გამარჯვების მოპოვება. მატჩში ერთადერთი გოლი ლეროი ...
    წაკითხვა
    ფეხბურთი

    ალეგრი: “ხალხი ტურნირის ფავორიტად მიგვიჩნევდა, ჩვენ ოთხეულისთვის ვიბრძვით”

    ტურინის “იუვენტუსმა” იტალიის ელიტარული ლიგის მე-14 ტურში მტკივნეული მარცხი განიცადა ბერგამოს “ატალანტასთან”. მასიმილიანო ალეგრ...
    წაკითხვა