პრევიუ: უელსი – საქართველო
9 ოქტომბერს, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურის მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები სტუმრად უელსის გუნდს დაუპირისპირდება.
Fanebi.Com-ი გთავაზობთ შეხვედრის პრევიუს.
უელსი – საქართველო
სტადიონი: “კარდიფ სითი სთეიდიუმი”
დაწყების დრო: 20:00 საათი, 9 ოქტომბერი
შეხვედრის მთავარი არბიტრი: პაოლო სილვიო მაცოლენი
ჩვენმა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე უკვე ორი მატჩი ჩაატარა. პირველი მათგანი 5 სექტემბერს “დინამო არენაზე” გაიმართა და სტუმრების – ავსტრიელების გამარჯვებით, ანგარიშით, 2-1 დასრულდა. რაც შეეხება მეორე შეხვედრას, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა იგი 6 ოქტომბერს ადგილობრივ ნაკრებთან გამართა ირლანდიაში და ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია (0:1). ორი ტურის შემდეგ ქართველები 0 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფებიან და, ბურთების უკეთესი შეფარდების წყალობით, მოლდოვას უსწრებენ.
ვლადიმერ ვაისის კოლექტივი თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით შეერკინება უელსურ ნაკრებს. ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ მართალია, ტრავმა მოიშუშა, თუმცა ის ვერ შეძლებს დახმარებას. ასევე, რამდენიმე ხანია დაზიანება აღენიშნებათ ლევან ყენიას, გიორგი აბურჯანიას და ნიკა კვეკვესკირს.
აღსნაიშნავია, რომ ირლანდიასთან გიორგი ლორიამ და სოლომონ კვერკველიამ მიიღეს მიკროტრავმები. მათ, მედიკოსთა რჩევით, ერთი დღე დაისვენეს და ნაკრებთან ერთად არ ივარჯიშეს. როგორც ლორია, ასევე კვერკველია მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში იქნებიან. ლაზარეთში კიდევ ერთი ფეხბურთელია – “ჩერნომორეცის” მცველი, დავით ხოჭოლავა, რომელიც ჯერჯერობით ვერ ახერხებს ვარჯიშს. მისი უელსთან გამოჩენა სათუოა.
ცალკე უნდა ვთქვათ მარჯვენა მცველზე, უჩა ლობჟანიძეზე, რომელიც ირლანდიასთან შეხვედრაში, ტრავმის ქონის გამო, ოთარ კაკაბაძემ ჩაანაცვლა. საგულისხმოა, რომ გამოცდილი მცველი ვარჯიშზე გამოჩნდა და შესაძლოა, მან ბრიტანელების წინააღმდეგ იასარეზოს.
სხვა მხრივ, ჩვენი ნაკრების მოთამაშეები სრულ მწყობრში არიან.
ორი სიტყვა მოწინააღმდეგეზეც ვთქვათ… ულესის ნაკრებმა 5 სექტემბერსა და 6 ოქტომბერს, შესაბამისად, ჯერ მოლდოვას მოუგო (4-0), შემდეგ კი ავსტრიასთან გაიყო ქულები (2-2). უელსელები 4 ქულით პირველ პოზიციაზე იმყოფებიან.
ბრიტანელებს სერიოზული დანაკლისი აქვთ იმ მხრივ, რომ მათ გუნდის ორი ლიდერი, აარონ რემზი და ჯო ალენი არ ჰყავთ. გარდა “არსენალის” სპორტსმენისა, ამ გუნდს 22 წლის ნახევარმცველი, ჯონი უილიამსი დააკლდება. სხვა ფეხბურთელები სრულ მზადყოფნაში არიან.
აქამდე ეს ორი ნაკრები ერთმანეთს სამჯერ შეხვდა:
საქართველო – უელსი 5:0 (16/11/94)
უელსი – საქართველო 0:1 (07/06/95)
უელსი – საქართველო 1-2 (20/08/08)
მწვრთნელების კომენტარები
ვლადიმერ ვაისი: “ალბათ, ეს იქნება ბოლო შანსი, რომ სასურველი მიზნისთვის ვიბრძოლოთ. ჩვენ გვაქვს ოცნება, რომლის ახდენაც ძალიან რეალურია. ვიმედოვნებ, არა მარტო უელსთან, არამედ სხვა დანარჩენ გუნდებთან, ყველა მატჩში შევძლებთ ქულების აღებას. გვაქვს პოტენციალი, რომელიც ბოლომდე უნდა გამოვავლინოთ: უნდა გამოვიყენოთ საგოლე მომენტები და დაცვაში უაზრო შეცდომები არ დავუშვათ. აუცილებელია ბალანსის პოვნა შეტევასა და დაცვას შორის. საქართველოსთვის წარმატების მიღწევა საკმაოდ რეალურია.”
კრის კოულმენი: “ყველა მხირვ მზად ვართ. რემზის ამბავს შეგუებულნი ვიყავით, თუმცა ახლა ჯო ალენიც დაგვიზიანდა. ექიმებმა მას გამოკვლევა ჩაუტარეს და გვირჩიეს, რომ გარისკვა არ ღირს. მიუხედავად დანაკლისებისა, თავს ძლიერად ვთვლით – ჩვენ ერთიანი, შეკრული გუნდი ვართ, რომელსაც ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია ბრძოლა გამარჯვებისთვის.”
“არ აქვს მნიშვნელობა, ვის ვეთამაშებით. აუცილებელია მაქსიმალური კონცენტრაცია და 3 ქულისთვის ყველაფრის გაკეთება!
სავარაუდო შემადგენლობები:
უელსი
საქართველო